FM97.5 / LIVE

ეტლით მოსარგებლე პირებს უნივერსიტეტში გადაადგილება გაუადვილდებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.09.2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებში შშმ პირებისთვის ლიფტები დამონტაჟდება. უნივერსიტეტი, შენობის გარემოს ხელმისაწვდომობისათვის, დაახლოებით 105 000 ლარს დახარჯავს.

ეტლით მოსარგებლე პირებს უნივერსიტეტში გადაადგილება გაუადვილდებათ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ეტლით მოსარგებლე პირებისათვის, ოთხივე სართულზე გადასაადგილებლად, დამონტაჟდება კიბის დახრილკუთხოვანი ლიფტი, ხოლო მეორე კორპუსში ლიფტი მხოლოდ პირველი სართულიდან ნულოვანი სართულის მიმართულებით დამონტაჟდება.

„არქიტექტორებმა გვირჩიეს, რომ გაკეთდეს არა ისეთი ლიფტი, რომელიც კონსტრუქციის მიშენებას საჭიროებს, არამედ სპეციალური ულტრათანამედროვე ლიფტი, რომელიც კიბეებზე დამონტაჟდება“, – გვითხრა უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.

ორივე ლიფტი უნივერიტეტს 104 748 ლარი დაუჯდა.

უნივერისტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის პირველად შერჩეულმა პრეტენდენტმა უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე. საბოლოდ კი, ტენდერი შპს „იმგომ“ მოიგო.

ლიფტების მონტაჟი ორივე კორპუსში მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ლიფტის შესყიდვასა და მონტაჟზე უნივერისტეტმა მანამდეც გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, მაგრამ მოგვიანებით, ტექნიკური დოკუმენტაციის არასრულყოფილების გამო, დისკვალიფიკაცია მიიღო.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება
ახალციხეში ახლადდამონტაჟებულ ლიფტში მობინადრეები გაიჭედნენ
ახალციხეში შშმ პირები მერიისგან  დაპირებულ  ლიფტებს მეორე წელია ელიან
ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
სამცხე–ჯავახეთის  უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის სველი წერტილი კეთდება
ასპინძაში ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება
ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა