FM97.5 / LIVE

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 24.09.2019
დაბა ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა. პროექტის ღირებულება 6.3 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]


პროექტის ფარგლებში, სამ კილომეტრზე მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები.

ახალი სამკილომეტრიანი გზა, დაბა ბაკურიანის შესასვლელში იწყება და დასახლების ცენტრალურ ნაწილს აღარ კვეთს. გზა დაბის ტყიან რელიეფზე გადის და სოფლების ანდეზიტისა და ციხისჯვრის გადასახვევთან მთავრდება.

გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის სექტემბერში დასრულდა.

„მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ბაკურაინში კიდევ რვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 55 მილიონი ლარია.

ამ პროექტების ფარგლებში, ბაკურიანში აშენდება მრავალსართულიანი ავტოსადგომი, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზა და გაფართოვდება ავტოსადგომი დიდველზე, შენდება პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობა, მიმდინარეობს ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი და ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.

ასევე, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის 30-მდე სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკის შეძენაც.

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
ბაკურიანში თოვლის გამწმენდ მანქანებს ყიდულობენ
ბაკურიანის ურბანული განახლების და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო
ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომი აშენდება