FM97.5 / LIVE

‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს

მთავარისიახლე 24.09.2019
კომპანია ‘ნიალამ’, რომელიც ვარძიაში, კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს, სასტუმროს უკანონოდ აშენებდა, მშენებლობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს

კომპანიის ერთ–ერთი მფლობელი ემზარ ასპანიძე, „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობის გაგრძელების სურვილი აღარ აქვს და აღარც გააგრძელებს: “მაგის სურვილი აღარ მაქვს. შევაჩერეთ სამუშაოები და როგორც არის, ეგრე დარჩება, არაფერი არ მოგვიშლია, არც ის გზის საყრდენი. ვერ მოვშლი, რადგან გზა სულ ჩამოიქცევა“.

ორი თვის წინ, როცა სამუშაოები შეაჩერა, ემზარ ასპანიძე, აცხადებდა, რომ აქ სასტუმროს მშენებლობას აუცილებლად გააგრძელებდა, როცა ვარძიის გენგეგმა მომზადდებოდა. გეგმაზე მუშაობა კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ „ნიალა“ ტერიტორიაზე უკვე გაკეთებული კონსტრუქციის გამოტანას არ აპირებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კომპანიას ტერიტორიისათვის პირვანდელი სახის დაბრუნებას კატეგორიულად სთხოვს: “ერთადერთი, რაზეც დავთანხმდით, ეს გამწვანება იყო. მაგრამ რაც უკვე გააკეთა, ის უნდა მოშალოს და იქაურობას პირვანდელი სახე დაუბრუნოს“, – ამბობენ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირედ, 120 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა სოსო ორჯონიკიძემ და ბორჯომის ყოფილმა გამგებელმა ემზარ ასპანიძემ დაიწყეს, თუმცა მშენებლობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოთხოვნით, აპრილში შეჩერდა, რადგან სააგენტოში ფიქრობენ, რომ ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირედ ნებისმიერი ობიექტის მშენებლობა, ვარძიას იერსახეს დაუმახინჯებს და ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს კომპლექსის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანას.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს
ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა
სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს
‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
რა უშლის ხელს  ‘იუნესკოს’ ძეგლთა ნუსხაში ვარძიის შესვლას
სასტუმროს უკანონო მშენებლობა თუ გამწვანებისთვის მოწყობილი ტერასები - რა ხდება ვარძიასთან [Photo/Video]