FM97.5 / LIVE

თიბისის ყველა ფილიალში სარაგბო განწყობაა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 24.09.2019
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო.

თიბისის ყველა ფილიალში სარაგბო განწყობაა ®

საქართველოს მასშტაბით მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის შექმნაა.

ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყo. მაისურების კამპანია ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11 ოქტომბერს დაემთხვევა.

მომხმარებლების ბორჯღალოსნების საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის, რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. კერძოდ:

23 სექტემბერი - საქართველო-უელსი
29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი;
3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი;
11 ოქტომბერი - საქართველო-ავსტრალია;

მსოფლიო თასის სრული განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

პრემიერი - საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
ასპინძამ რაგბის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა
დღეს “დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია დაიწყო (R)
ახალციხის ცენტრალურ პარკში ქართველ მორაგბეებს გულშემატკივრობენ
‘ტაო’ VS ‘წყალტუბო’ – ახალციხეში რაგბის მატჩი შედგება
საქართველო ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს
ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]