FM97.5 / LIVE

სტუდენტური თვითმმართველობა ხატია პარუნაშვილს დაეხმარება

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2019
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ღონისძიებას „Welcome Party“ გეგმავს, ბილეთების გაყიდვით შესულ თანხას კი, მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ხატია პარუნაშვილს გადაურიცხავს.

სტუდენტური თვითმმართველობა ხატია პარუნაშვილს დაეხმარება

სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, „Welcome Party“ 27 სექტემბერს ახალციხის ციხის ფასიან ნაწილში გაიმართება.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და ჯერ ჯგუფი „¼“ იმღერებს, 22:00 საათიდან კი საღამოს სამი DJ (რატი ჩინჩალაძე, თორნიკე კვინცხაძე, გიორგი ბექტურაშვილი) გააგრძელებს. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთათვის ბილეთები ახალციხის ციხეზე, ღონისძიების დაწყებამდე, ხუთ ლარად გაიყიდება. შემოსული თანხას კი ხატია პარუნაშვილის მკურნალობისთვის გადარიცხავენ.

“როგორც წინაზე გიგა პაპასკირი ჩამოვიყვანეთ და დავით გასიტაშვილს დავეხმარეთ, იგივე პრინციპით გვინდა გავაკეთოთ ეს ივენთი“, – გვითხრა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა მირზა ბურძენიძემ.

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება – „Welcome Party“, თავდაპირველად, მხოლოდ პირველკურსელებისთვის უნდა გამართულიყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ხატია პარუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თვითმმართველობამ გადაწყვიტა, ღონისძიება ფასიანი გაეხადა და მასში მონაწილეობა, პირველკურსელებთან ერთად, სხვა სტუდენტებსაც მიეღოთ.

იმისათვის, რომ ხატია პარუნაშვილი გამოჯანმრთელდეს, ქიმიოთერაპიის ოთხი კურსი სჭირდება, რაც ჯამში 72 000 დოლარი ჯდება.
ხატია პარუნაშვილი ბოლო წლებში თბილისში სწავლობდა და მუშაობდა. 21 წლის გოგონას დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში:

საქართველოს ბანკი - ანგარიშის ნომერი GE34BG0000000161580664GEL

თიბისი ბანკი - ანგარიშის ნომერი GE31TB7146945061100061

მიმღები მარიამ პარუნაშვილი,

პირადი ნომერი 03001021441

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.04.2020 დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

10.04.2020 როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

09.04.2020 აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა

09.04.2020 ბორჯომში მე–12 სართულიდან ძაღლის გადმოგდებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს
ადიგნელ ხატია პარუნაშვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება, მას მწვავე ლეიკემია აქვს
ხატია პარუნაშვილმა მკურნალობა დაიწყო, თუმცა თანხა სრულად არ აქვს
ხატია პარუნაშვილმა თურქეთის საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო
ხატია პარუნაშვილის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება
‘ერთად ხატიასთვის’– ახალციხის პარკში საქველმოქმედო კონცერტი მიმდინარეობს
'ერთად ხატიასთვის' – საქველმოქმედო კონცერტი ახალციხეში