FM97.5 / LIVE

ორ წლამდე ასაკის პატარები ბაგა-ბაღებს მიღმა დარჩნენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.10.2013
სექტემბრიდან ახალციხის ბაგა-ბაღებიდან ორ წლამდე ასაკის პატარები გამოუშვეს. მშობლების ნაწილი იძულებული გახდა ძიძა აეყვანა, ნახევარს კი სამსახურში მოუხდა დათმობებზე წასვლა.

ორ წლამდე ასაკის პატარები ბაგა-ბაღებს მიღმა დარჩნენ
მარიამ ტაბატაძე ახალციხის მეოთხე ბაგა-ბაღში ერთი წლისა და ოთხი თვის ასაკში მიიყვანეს. თუმცა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მხოლოდ ოთხი თვე იარა. ერთი თვის წინ მარიამი ბაღიდან გამოუშვეს. მარიამთან ერთად ბაღი დაატოვებინეს მის დეიდაშვილს ლაზარე ჯონსონსაც. მშობლების სამსახურის გამო ლაზარე ბაღში ერთი წლისა და ორი თვის ასაკიდან დადიოდა.

მარიამისა და ლაზარეს მსგავსად, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან წელს ორ წლამდე ასაკის რვა პატარა გამოუშვეს.
ბავშვების ბაღიდან გამოშვების მიზეზად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კანონმდებლობის ცვლილებას ასახელებენ.

საქართველოს ორგანულ კანონში 2013 წლის 12 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქმნება. (მუხლი 46, პუნქტი 3(ა)). ცვლილება 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ ამავე ცვლილებით, სექტემბრიდან ბაღები უფასო გახდა და ჯგუფებში ადგილებიც გადაივსო.

მარიამისა და ლაზარეს ბაბუა თეიმურაზ გოგოლაძე ამბობს, რომ შესაძლოა კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ იმ ბავშვების მდგომარეობა, რომელთა მშობლებიც მუშაობენ, აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ.

„გვესმის, რომ სახელმიფო ორ წლამდე ბავშვებს არ აფინანსებს , მაგრამ მშობელი თანახმაა, გადაიხადოს თანხა და ისე ატაროს ბავშვი. აქ უკვე პრობლემა გახდა ბაგა-ბაღებში თავისუფალი ადგილიც“, - ამბობს თეიმურაზ გოგოლაძე.

მისივე თქმით, მისი ორივე ქალიშვილი მუშაობს და სამსახურები რომ არ დაეკარგათ, ერთმა შვილისთვის ძიძა აიყვანა, რომელსაც თვეში 250 ლარს უხდის. მეორეს კი ამის საშუალება არ ჰქონდა და ამიტომ, იძულებული გახდა სამსახურში ნახევარ შტატზე გადასულიყო.

გოგოლაძე ფიქრობს, რომ აქ მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მიდგომაა: "სახელმწიფოს პრობლემა არ უნდა შეექმნა და ბოლოს დღეს არ უნდა ეთქვათ ამის შესახებ. პარასკევს გვითხრეს, ორშაბათიდან ბავშვებს ვეღარ მივიღებთო. მოუმზადებლები არიან, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, როცა რეფორმას ატარებენ. უნდა გაითვალისწინონ იმ მშობლების მდგომარეობა, რომლებიც ამ დროს ზარალდებიან, ეს იწვევს უკმაყოფილებას. წინა ხელისუფლების კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ბევრი რამე სახელმწიფოში უნიათოდ სრულდება“.

ორ წლამდე ასაკის პატარები ბაგა-ბაღებს მიღმა დარჩნენგადაწყვეტილებით უკმაყოფილოა თინიკო ბლუაშვილიც. მისი ერთი შვილი მეორე ბაგა-ბაღში დადის, მეორე კი, იმის გამო რომ ორი წლის არ არის, სახლში ჰყავს: „ვმუშაობ, მაგრამ დედამთილი მყავს და ის იტოვებს ბავშვს, სხვა მშობელმა რა ქნას?! ხომ შეიძლება ისეთი მშობლების მდგომარეობა გაითვალისწინონ, ვისაც არავინ ჰყავს სახლში და სამსახური აქვს, ამის გამო სამსახურს უნდა დაანებოს თავი?! ყველას ხომ არ აქვს იმდენი საშუალება, ძიძა აიყვანოს“.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში ორ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლების არაერთი განცხადება დევს. თუმცა, კანონმდებლობით, ბაგა-ბაღის მენეჯერებს ამ ბავშვების ბაღში მიღება არ შეუძლიათ.

„ჩემს ბაღში ორ წლამდე ასაკის 7 ბავშვი იყო, ერთი უკვე მივიღეთ, რადგან ორი წელი შეუსრულდა. ასევე გვაქვს განცხადებები იმ მშობლებისა, რომელთა შვილებს რამდენიმე თვე აკლია, რომ ორი წლის გახდეს, მათაც თანდათანობით მივიღებთ. სხვა არაფერი შეგვიძლია“,- ამბობს მეორე ბაგა-ბაღის მენეჯერი ნათელა გელაძე.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა გელაშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღებში მშობელთა დაახლოებით 500 განცხადება დევს. მას შემდეგ, რაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაგა-ბაღებში სტაბილურად 1100 ბავშვი დადის.

დაკმაყოფილდება თუ არა მშობლების მოთხოვნა და გაიხსნება თუ არა ახალი ფასიანი ჯგუფები, ორ წლამდე ბავშვებისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ.

„ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული. ვმუშაობთ ამ საკითხზე“, - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე.

თუმცა, იმავე ორგანულ კანონში შესული ცვლილება, კრძალავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღებას სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისთვის. (მუხლი 49, პუნქტი1).

ამდენად, ბაგა-ბაღების მენეჯერები ორ წლამდე ასაკის პატარებს იმ შემთხვევაშიც ვერ მიიღებენ, თუ მათი მშობლები გარკვეული გადასახადის გადახდაზეც კი თანახმა იქნებიან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბავშვები ბაღებს მიღმა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება
ბაგა-ბაღები ზაფხულში და მშობლების სამზადისი სექტემბრისთვის
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის მერმა  ბაგა–ბაღები მოინახულა