FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მხატვართა კავშირი შეიქმნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2019
საქართველოს მხატვართა კავშირის ხელმძღვანელის, გურამ ცერცვაძის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთში მხატვართა კავშირი შეიქმნება. ამ ეტაპზე, განაცხადების მიღება მიმდინარეობს. მხატვართა კავშირის წევრობა შეუძლია ყველას, ვინც ხატავს.

სამცხე–ჯავახეთში მხატვართა კავშირი შეიქმნება

რეგიონში მხატვართა კავშირის შექმნის შესახებ სოციალური ქსელით ინფორმაცია მხატვარმა ლელა ფერაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ინიციატივას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია და კავშირის წევრად გახდომის სურვილი ძალიან ცოტამ გამოთქვა: „გასულ წელს იყო ბორჯომში გამოფენა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი რეგიონის მხატვრები. ამის შემდეგ, გურამ ცერცვაძემ გამოთქვა სურვილი, რომ რეგიონებში დაეფუძნებინა მხატვართა კავშირი. საკმაოდ ბევრი კარგი მხატვარია, თუმცა კავშირის წევრობის სურვილი, ჯერჯერობით, საკმაოდ ცოტამ გამოთქვა. საკმაოდ დიდი პასიურობაა და, ასე თუ გაგრძელდა, კავშირი შეიძლება, არც შეიქმნას“, – ამბობს ლელა ფერაძე.

ინიციატივის ავტორი, საქართველოს მხატვართა კავშირის ხელმძღვანელი, გურამ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ასეთი გაერთიანების შექმნა რეგიონში მნიშვნელოვანი იქნება კულტურული ცვლილებებისთვის.

„მხატვართა კავშირის წევრებს შეეძლებათ, პერსონალური გამოფენების მოწყობა. ასევე დამზადდება ბროშურები, სადაც განთავსდება თითოეული მხატვრის ნამუშევრები. საგამოფენო სივრცეებით სარგებლობა და ბროშურების დამზადება მხატვრებს უსასყიდლოდ შეეძლებათ“, – განმარტავს გურამ ცერცვაძე.

მხატვართა კავშირში გაწევრიანებისათვის, მსურველებმა ოთხი ან ხუთი ნამუშევრის ფოტო და პირადი ინფორმაცია ლელა ფერაძეს უნდა მიაწოდონ: „იგეგმება საერთო გამოფენა თბილისის მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცეში. ასევე გამოიცემა კატალოგი, სადაც შევა გამოფენილი ავტორები“, - წერს ფერაძე.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘მესხეთის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი’ დაფუძნდა
სამცხე–ჯავახეთს მხატვრები სტუმრობენ
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადება [R]
ახალციხეში ლელა ფერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
რას სთავაზობს პედაგოგებს 'ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი'
სამცხე–ჯავახეთში სკოლის დატოვების სურვილი 470–მდე პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა
NDI: უმცირესობების 58% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენაა