FM97.5 / LIVE

ვარძიასა და ოთის ამბულატორიების მშენებლობისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2019
ასპინძაში, სოფლების - ვარძიისა და ოთის აბმულატორიების მშენებლობისათვის ტენდერი უკვე მესამედ გამოცხადდა. ამ ეტაპზე, კომპანიების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

ვარძიასა და ოთის ამბულატორიების მშენებლობისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ვარძიისა და ოთის ამბულატორიებისათვის ცალ–ცალკე ტენდერები მესამედ 30 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულის ღირებულება 87 730 ლარია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 11 სექტემებრი იყო. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, თითოეულ ტენდერში ორ–ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათგან თითოს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
ამ ეტაპზე, სატენდერო კომისია ორივე ამბულატორიის მშენებლობისათვის დარჩენილი კომპანიების შერჩევა–შეფასების საკითხს განიხილავს. გაფორმდება თუ არა მათთან ხელშეკრულებები, ჯერ უცნობია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამბულატორიებში უნდა გაკეთდეს გასახდელი ოთახები, სამედიცინო ოთახები, მომსახურე პერსონალის ოთახები, სველი წერტილები.

ოთისა და ვარძიის აბმულატორიების მშენებლობისთვის ტენდერები პირველად 17 ივლისს, იგივე თანხაზე, გამოცხადდა. ამბულატორიების მშენებლობის მსურველი მხოლოდ ერთი კომპანია – „XXI საუკუნე“ აღმოჩნდა, რომელსაც, ორივე ტენდერის შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია მიენიჭა იმის გამო, რომ კომპანიამ ხელშეკრულების დადებაზე უარი თქვა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორედ ტენდერი, 14 აგვისტოს, იგივე თანხაზე, გამოაცხდა. განაცხადების მიღების ვადა 26 აგვისტოს ამოიწურა, თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტენდერი არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ოთასა და ვარძიაში ამბულატორიების მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა
მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა
ელექტრომობილების პარკინგი აბასთუმანში - ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ვისთვის ყიდულობს  ახალციხის მერია 70 000–ლარიან ხელსაწყოს
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ბორჯომში საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა