FM97.5 / LIVE

ხატია პარუნაშვილმა მკურნალობა დაიწყო, თუმცა თანხა სრულად არ აქვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2019
21 წლის ხატია პარუნაშვილმა, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, თურქეთის საავადმყოფოში მკურნალობის კურსი დაიწყო, თუმცა ის თანხა, რაც სრული ქიმიოთერაპიებისათვის სჭირდება, არ აქვს.

ხატია პარუნაშვილმა მკურნალობა დაიწყო, თუმცა თანხა სრულად არ აქვს

ბოლო ორი დღის განმავლობაში, რაც 21 წლის ადიგენელი გოგონას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მისი დახმარების სურვილი იურიდიულმა პირებმა და ფონდებმა გამოთქვეს.

სოციალური ქსელების მეშვეობით, უკვე ცნობილია, რომ ახალციხეში „ნამცხვრისა და პიცის სახლმა“, მაღაზია „ბიუთიმ“ და ბავშვთა გასართობმა ცენტრმა „ბეიბი ბუმმა“გამოთქვა სურვილი, შემოსავლის 2% გადარიცხოს ხატიას გადასარჩენად.

გარდა ამისა, ორგანიზაციის „ერთად შევძლებთ“ მიერ, სხვადასხვა ობიექტებში დადგმულ საქველმოქმედო ყუთებით შეგროვებული თანხა ხატია პარუნაშვილის ანგარიშზე ჩაირიცხება.

როგორც ხატია პარუნაშვილის და, მარიამ პარუნაშვილი ამბობს, დახმარების სურვილი გამოთქვა „დიმიტრი ცინცაძის ფონდმაც“: „ხატიას მეგობრებმა და თანამშრომლებმა მიმართეს სხვადასხვა ფონდებსაც. ამ დროისათვის, 3 000 დოლარია უკვე შეგროვებული, რომელიც უნდა გადავურიცხოთ საავადმყოფოს, რადგან უკვე დაიწყო მკურნალობის პროცესი და საავადმყოფომ მოგვცა უფლება, რომ თანხა ნაწილ–ნაწილ გადავიხადოთ“.

იმისათვის, რომ ხატია პარუნაშვილი გამოჯანმრთელდეს ქიმიოთერაპიის ოთხი კურსი სჭირდება, რაც ჯამში 72 000 დოლარი ჯდება.

21 წლის გოგონას მწვავე ლეიკემია ორი კვირს წინ დაუდგინდა. იმის გამო, რომ მის ოჯახს მკურნალობის სახსრები არ გააჩნია, ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში:

საქართველოს ბანკი - ანგარიშის ნომერი GE34BG0000000161580664GEL
თიბისი ბანკი - ანგარიშის ნომერი GE31TB7146945061100061

მიმღები მარიამ პარუნაშვილი,

პირადი ნომერი 03001021441

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხატია პარუნაშვილმა თურქეთის საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო
ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს
ადიგნელ ხატია პარუნაშვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება, მას მწვავე ლეიკემია აქვს
სტუდენტური თვითმმართველობა ხატია პარუნაშვილს დაეხმარება
'ერთად ხატიასთვის' – საქველმოქმედო კონცერტი ახალციხეში
‘ერთად ხატიასთვის’– ახალციხის პარკში საქველმოქმედო კონცერტი მიმდინარეობს
როგორ უნდა დაიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი