FM97.5 / LIVE

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

მთავარისიახლე, სამართალი 23.09.2019
დღეს, 23 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში მოუსმენენ. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც თითოეულ კანდიდატთან შეხვედრას გამართავს.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

20-კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს დაამტკიცა. სიაში ერთ-ერთი კანდიდატი ახალციხის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილია.

სიაში აღმოჩნდა ის ხუთი "სადავო" მოსამართლე, რომელიც პარლამენტში დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში განხეთქილების, არასამთავრობოებში კი პროტესტის მიზეზი გახდა.

შერჩეული 20 მოსამართლიდან, უმრავლესობას მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ორი პროკურორია, ერთი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად კანდიდატთა შერჩევის პროცესი 2019 წლის 10 მაისს დაიწყო და თითქმის ოთხი თვე გაგრძელდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფიების არსამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

გოჩა ჯეირანაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

დაიბადა 1977 წლის 29 ნოემბერს, ქ. ახალციხეში

განათლება

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება

აქვს მოსამართლედ მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. დღეს არის თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლე.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე.

კავშირები:

არ ფიქსირდება

გახმაურებული საქმეები

2013 წელს უდანაშაულოდ ცნო პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც გაუპატიურება/ წამებაში იყვნენ ბრალდებულები. დაზარალებულების განცხადებით, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის ხელში რაიმე სამართლის მიღწევა შეუძლებელი იყო. მათივე ინფორმაციით, ის ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი იყო სამცხე-ჯავახეთში.
გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 2 საათისა და 34 წუთის განმავლობაში. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის შინაარსმა საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრის გაღიზიანება გამოიწვია. თავად კანდიდატის მიერ მის მიმართ კვალიფიკაციის მიმართულებით დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ:


ოჯახის წლიური შემოსავალი: 86 105 ლარი

გოჩა ჯეირანაშვილი - 83 499 ლარი

მაია ფაჩულია(მეუღლე) - 2 606 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2018 წელი - ღირებულება - 74 000 ევრო

სესხის ხელშეკრულება (სამომხმარებლო), 2018 წელი - ღირებულება- 29 240 ლარი

სესხის ხელშეკრულება( განვადება), 2018 წელი - ღირებულება- 1 440 ლარი

სესხის ხელშეკრულება(სამომხმარებლო), 2018 წელი - ღირებულება - 48 500 ლარი

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გოჩა ჯეირანაშვილს პარლამენტში რვა ნოემბერს მოუსმენენ
გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ–ერთ კანდიდატად შეირჩა
დღეს სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატს აირჩევს
მარიკა ჩიტაშვილი უვადო მოსამართლედ დაინიშნა
დღეს პარლამენტში გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციოში გადადის
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა ახალციხის სასამართლო დატოვა