FM97.5 / LIVE

22 სექტემბერს 'მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე' აღინიშნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.09.2019
22 სექტემბერს 'მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე' აღინიშნება, ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება კამპანიას, რომლის მიზანიც საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის გარეშე გადაადგილებაა.

22 სექტემბერს 'მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე' აღინიშნება
ატმოსფეროული ჰაერის დაბინძურების 90% ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის, რაც შეიძლება სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კამპანიას "დატოვე მანქანა სახლში" უერთდება და მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვონ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი სახლში და ისარგებლონ სამოქალაქო ტრანსპორტით, ველოსიპედით,ასევე გადაადგილდნენ ფეხით და გამოიყენონ ნებისმიერი ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალება;

თუ უარს ვერ ამბობთ ავტომობილის გამოყენებაზე - მაქსიმალურად შეეცადეთ მოახდინოთ მარშრუტის ოპტიმიზაცია, წამოიყვანეთ თანამგზავრები, შეამოწმეთ საბურავებში ჰაერის წნევა, დაიცავით მანქანის „ეკოტარების წესები“;

ასევე, ამ დღის მხარდაჭერის მიზნით შესაძლებელია მწვანე ლენტი გაუკეთოთ მანქანას.

კამპანიის „დღე ავტომობილების გარეშე“ მთავარი მიზანი, ავტომობილების ნეგატიურ გავლენაზე საზოგადოების ცნობადობის ამაღლება, ჰაერის დაბინძურების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაა.

“მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა და საქართველო მასში მეოთხედ მონაწილეობს.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღე ავტომობილის გარეშე
"დღე ავტომობილების გარეშე" – 22 სექტემბერს ახალციხეში აქცია მოეწყობა
‘დღე ავტომობილების გარეშე’ – აქციას ახალციხეში შეუერთდნენ
ახალციხეში ‘სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობის’ კვირეული დაიწყო
მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა
საქართველო იმ ქვეყნების სათავეშია, სადაც ჰაერის დაბინძურება ყველაზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს
სამინისტრო: ‘სიფრთხილე გამოიჩინეთ ტყეში გადაადგილებისას’