FM97.5 / LIVE

ევროკავშირის ელჩი საქართველოში სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.09.2019
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ერთდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. იგი დღეს, ახალქალაქში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებას დაესწრება. ასევე მოინახულებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა პროექტებს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა დღეს, 21 სექტემბერს დილის 10:00 სათიდან შეხვედრა ახალქალაქის სასწავლო ცენტრის ბენეფიციარებთან დაიწყო. ცენტრი ახალქალაქში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მხარდაჭერის ფარგლებში, ქართული და ინგლისური ენების ინტენსიური შესწავლის კურსებს ატარებს.

ელჩი დღესვე, სოფელ ოკამს ესტუმრება, სადაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივის პროექტში "ვულკანური წიდის მოპოვება და დამუშავება" ბენეფიციარს, ვულკანური წიდის სამთო კომპანია „მერიდიანი 2006“ წარმომადგენელს შეხვდება.

ასვე, სოფელ ოკამშივე იგეგმება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივის პროექტის ბენეფიციართან, მეწარმე არტურ ხაჩატრიანთან შეხვედრაც.

ელჩის ვიზიტის ფარგლებში, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის ციხის ტერიტორიის დასუფთავების აქცია მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიიღებენ.

13:00 საათზე კი ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე ევროპის დღეები ოფიციალურად სხვადასხვა ღონისძიებით გაიხსნება.

[sknews.ge]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
12 მაისს სამცხე – ჯავახეთს ევროკავშირის ელჩი ესტუმრება
ევროკავშირის ელჩი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრება
ევროკავშირის ელჩი: ‘დეცენტრალიზაცია რეგიონებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება’
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
ახალქალაქში ევროპის დღეები აღნიშნეს
სამცხე–ჯავახეთს სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესტუმრება