FM97.5 / LIVE

როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.09.2019
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოს ჩრდილო–დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების შემოსვლა, რის გამოც დღის და ღამის ტემპერატურა ერთმანეთს გაუტოლდება. სამი დღის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში წვიმა და თოვლ–ჭყაპია მოსალოდნელი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით დღეიდან, 21 სექტემბრიდან, 23 სექტემბერის ჩათვლით, დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან წვიმასთან ერთად სეტყვაცაა ნავარაუდები.

ნინოწმინდასა და ახალქალაქში მოსალოდნელია თოვლ–ჭყაპი.

რაც შეეხება ახალციხესა და ბორჯომს, დღეს ახლციხეში ღამის საათებში, ტემპერატურა +6 გრადუსამდე გათბება, დღის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

კვირას, 22 სექტემებერს ღამით იწვიმებ, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ნავარაუდევია +16 გრადუსი.

ორშაბათს, 23 სექტემბერს, ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს. ორშაბათს უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

ბორჯომში დღეს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, დღის განამავლობაშ კი +13 გრადუსი იქნერბა.

კვირას ღამით ბორჯომში, ასევე წვიმაა მოსალოდნელი ტემპერატურა კი +5 გრადუსს მიაღწევს, დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა +16 გრადუსამდე გათბება. ორშაბათს ღამით +3, დღის განამვლობაშ კი +20 გრადუსამდე გათბება ჰაერი.

შაბათ–კვირას ახალციხისა და ბორჯომის მასშტაბით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით, ორშაბათს ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 8-13მ/წმ სიჩქარით.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში
როგორი ამინდი იქნება 17-19 ივლისს სამცხე–ჯავახეთში
როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში
ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში
როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში
19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში