FM97.5 / LIVE

ანის სკოლის დირექტორს პედაგოგმა სასამართლო დავა მოუგო

მთავარისიახლე, სამართალი 20.09.2019
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ანის სკოლის მასწავლებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ანა კეღოშვილს დირექტორი სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავებოდა.

ანის სკოლის დირექტორს პედაგოგმა სასამართლო დავა მოუგო

ახალციხის რაიონულ სასმართლოში სხდომა დღეს, 20 სექტემბერს გაიამართა, სადაც მოსარჩელე მხარის ორი და მოპასუხე მხარის სამი მოწმე დაიკითხა.

სხდომაზე დაიკითხა, სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საქმეში ერთ–ერთი მთავარი მოწმის ძმა იყო, მან სხდომაზე განაცხადა, რომ ანა კეღოშვილის წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანისას დადგენილი არ ჰქონდა ხდებოდა თუ არა უკანონო ჩაწერა.

სწორედ დისციპლინური კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორმა ანა კეღოშვილს, პირად საქმეში ჩაწერით საყვედური გამოუცხადა.

მოსამართლე გია ბერაიმ, ანა კეღოშვილის საჩივარი დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმისა და ბრძანების გაუქმების შესახებ სრულად დააკმაყოფილა.

„სხდომებზე ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ მასწავლებელი ხმას იწერდა, იგივე წერია ახსნა–განმარტებებში, მაგრამ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებაში ჩაწერეთ, რომ უკანონო ჩაწერა ხორციელდებოდა, გარდა ამისა კიდევ ბევრი უზუსტობებია, რაც იმის საფუძველს მაძლევს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოვიტანო“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე გია ბერაიამ.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას თავად მოსარჩელე ანა კეღოშვილი ელოდა:“მე მართალი ვიყავი, რამდენი მოწმეც არ უნდა ჰყოლოდათ თუნდ მთელი მსოფლიო, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და გაიმარჯვა“.

ანის სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ნამდვილად არ ველოდებოდი, მეგონა სამართლიანად იქნებოდა გადაწყვეტილება გამოტანილი, რადგან ფაქტი ნამდვილად მოხდა. ჩვენ თვითონ კეთილგანწყობა გამოვიჩინეთ პედაგოგის მიმართ და არ დავამძიმეთ სიტუაცია, მაგრამ დაგვიბრუნდა ცუდად, სკოლაში ესეთი რამ ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს“, – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ანის სკოლის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ.

სოფელ ანის საჯარო სკოლის მასწავლებელს ანა კეღოშვილს, დირექტორის მოთხოვნით, დისციპლინურმა კომიტეტმა საყვედური 24 ივნისს გამოუცხადა.

მას სკოლის დირექცია სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავებოდა. ანა კეღოშვილი კი სასამართლოში, იმ სხდომის ოქმისა და ბრძანების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მას საყვედური გამოუცხადეს, პირად საქმეში შეტანით.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანის სკოლის საქმეზე  მთავარი მოწმეები დაიკითხნენ
ანის სკოლის დირექტორის და პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაგრძელდება
ანის სკოლის პედაგოგის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ანის სკოლის მასწავლებელმა დისციპლინური სახდელის გაბათილებისთვის სასამართლოს მიმართა
კონფლიქტი ანის სკოლაში – მასწავლებელი დირექტორს  სასამართლოში უჩივის
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო