FM97.5 / LIVE

ბაღის მასწავლებლის საქმეზე, რომელსაც ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ძიება არ დასრულებულა

მთავარისიახლე, სამართალი 20.09.2019
ახალციხის N1 ბაგის მასწავლებლის საქმეზე, რომელსაც მშობლები ბავშვების ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ ძიება ერთ წელზე მეტია გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ბაღიდან მასწავლებლის წასვლის შემდეგ საკითხი აღარ მოუკითხავთ და არც რომელიმე უწყებიდან ამის შესახებ რაიმე შეტყობინება მისვლიათ.

ბაღის მასწავლებლის საქმეზე, რომელსაც ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ძიება არ დასრულებულა

ახალციხის N1 ბაგა–ბაღის მასწავლებლის საქმეზე ძიება 2018 წლის ივნისსში დაიწყო, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება.

ერთი წლის წინ საკითხის მოკვლევა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც, სადაც განგვიმარტეს, რომ მოკვლევა დაასრულეს და მისი დეტალები მხარეებს უკვე გადაეგზავნათ.

საქმის შესწავლა მომხდარიდან მალევე დაიწყო სოციალური მომსახურების სააგენტომაც, თუმცა რა გაირკვა, ამ ეტაპზე ესეც უცნობია: „შემთხვევა ერთი წლის წინაა მომხდარი, ამიტომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოითხოვოთ“.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი კი ამბობს, რომ ბაღიდან მასწავლებლის წასვლის შემდეგ საკითხი აღარ მოუკითხავთ და არც რომელიმე უწყებიდან ამის შესახებ რაიმე შეტყობინება მისვლიათ.

„ჩვენი თანამშრომელი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, დავინტერესდებოდით და ბოლომდე მივყვებოდით ამ ამბავს, მაგრამ რადგან ჩვენგან წავიდა, ამ საკითხზე არაფერი არ ვიცით“, – გვითხრა მარინა მერაბიშვილმა.

მეორე ცვლის მასწავლებლის მადლენა გიორგაძის წინააღმდეგ საჩივარი სამი წლის ბიჭის მშობელმა, გასულ წელს, 19 ივნისს დაწერა. მომჩივანი ამბობდა, რომ მის შვილს მადლენა გიორგაძე უდიერად ექცეოდა. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ, 20 ივლისს, მადლენა გიორგაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

მომხდარზე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, მცირეწლოვანის შესაძლო ცემის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 126–ე მუხლით დაიწყო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  ბაღის მასწავლებელს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
ახალციხის ბაღში მომხდარ ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
ახალციხეში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე 'პენლის' სროლას შსს იძიებს
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალციხეში ხუთი წლის ბავშვის შესაძლო ცემის საქმის განხილვა დაიწყო
სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა