FM97.5 / LIVE

ახალციხეში სამშენებლო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ვინ არის პასუხისმგებელი [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 20.09.2019
ახალციხეში შემოსასვლელი ცენტრალური გზიდან რამდენიმე მეტრში, სამშენებლო ნაგავს ყრიან. სახურავის ნამტვრევები, ცემენტით სავსე ტომრები, აგურები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები გორებად დგას. გარემოსდამცველები სამშენებლო მასალების დაყრის რეგულირებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებენ.

ახალციხეში სამშენებლო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ვინ არის პასუხისმგებელი [ფოტო/ვიდეო]

ადგილი, სადაც დიდი ოდენობით სამშენებლო მასალას პერიოდულად ყრიან, არაკონტროლირებადი ტერიტორიაა. ნაგავსაყრელი ცხრა აპრილის ხიდთან, ავტომომსახურების ცენტრ „თეგეტა მოტორსიდან“ დაახლოებით ათ მეტრში მდებარეობს. აქ ნაგვის გორები სავალი გზის გასწვრივ, რამდენიმე მეტრის მანძილზეა დაყრილი. ნარჩენების ნაწილი ხევშია ჩაშლილი და მდინარის მიმართულებით გრძელდება.

ტერიტორიასთან ახლოს „სამხრეთის კარიბჭეს“ რამდენიმე სატვირთო მანქანა დახვდა, რომლებიც ქირავდება. მისი მეპატრონეები ამბობენ, რომ აქ ნაგავს ადგილობრივები ყრიან.

„ამ მანქანებს ყველას თავისი პატრონი ჰყავს და თუ ვინმეს ტვირთის მიტანა უნდა, ქირაობენ, მაგრამ ჩვენ მარტო მიგვაქვს მასალები, მშენებლობიდან ნაგავი არ მოგვაქვს. ნაგავს ის ყრის, ვინც რამეს ანგრევს. სამშენებლო მასალები კი არის, მაგრამ საჭმელი პროდუქტები არ ყრია და დიდ პრობლემას არ ქმნის“, - ამბობს სატვირთოს ერთ-ერთი მძღოლი.

ტერიტორია ახალციხის ტბის მოპირდაპირე მხარესაა და მაშინ, როცა სამშენებლო მასალას სატვირთო მანქანებიდან ხევში ცლიან, ხმაური ყველაზე მკაფიოდ ტბაზე ისმის.

გარემოსდამცველი, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ოფისის დირექტორი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ სამშენებლო მასალის უკონტროლოდ დაყრა ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ნაგავსაყრელს არ წარმოადგენს, სერიოზული კანონდარღვევაა და ისჯება. ასეთი მასალები კი ზემოქმედებს, როგორც გარემოზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„თუ აქ ყრია აზბესტის შიფერი, ეს არის სახიფათო ნარჩენი და ამისი განთავსება უნდა მოხდეს ლეგალურ ნაგავსაყრელებზე, „მყარი ნარჩენების კომპანიის“ ტერიტორიაზე. მათ აქვთ სპეციალური ნებართვა აღებული, რომლის მიხედვითაც, შეუძლიათ აწარმოონ ამ ნარჩენების ჩამარხვა. რაც შეეხება ცემენტს, ისიც შეიძლება იყოს აზბესტის ან ტყვიის შემცველი, თუ ეს არის შენობიდან ანაფხეკი. ჩვენ გვქონდა ამისი პრაქტიკაც, ძალიან ბევრი საღებავი, რომელიც გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დროს სკოლებში, არის ტყვიის შემცველი. ამ შემთხვევაში, ესეც სახიფათოა“, - ამბობს ჩხობაძე.

მისივე თქმით, ასეთი სამშენებლო მასალების დაყრის რეგულირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ თვითმმართველობას. სწორედ მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს ადგილი, სადაც სამშენებლო მასალების დაყრა შესაძლებელი იქნება.

„არალეგალურ ნაგავსაყრელზე საჯარიმო სანქცია თვითმმართველობის ორგანომ უნდა განსაზღვროს და ასევე ზედამხედველობის სტრუქტურამ სამინისტროდან. ამის რეგულირება ეკისრებათ ადგილობრივ თვითმმართველობებს. ჯარიმის ოდენობა კანონით დადგენილია, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობას ასევე შეუძლია განსაკუთრებულ პირობებში, რეკრეაციულ ზონაში სხვა ზომები მიიღოს. თუმცა ჩვენი, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მოსაზრება არის, რომ ეს პროცესი საჭიროებს საკანონმდებლო დახვეწას, სად უნდა გამოიყოს ტერიტორია ნაგავსაყრელისთვის და როგორი უნდა იყოს ეს ტერიტორია“.



ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნული პრობლემის შესახებ იციან. მათი თქმით, ადგილი არალეგალური ნაგავსაყრელია, სადაც მოსახლეობა სამშენებლო მასალებს თვითნებურად ყრის. თუმცა ამის გამო, ამ დრომდე თვითმმართველობას არავინ დაუჯარიმებია: „აღნიშნული ადგილი წარმოადგენს არალეგალურ ნაგავსაყრელს, მერიის მხრიდან დაჯარიმებული არავინაა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რამდენიმე სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება მოხდენილია გარემოს ზედამხედველობის სამსახურისგან“ - განმარტეს მერიაში.

მათივე თქმით, იმისთვის, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო მასალის არალეგალურ ნაგავსაყრელზე დაყრისთვის ვინმე დააჯარიმოს, კონკრეტული ფაქტია საჭირო: „კონკრეტული ფაქტის გამოვლენისა და დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის ზედამხედველობის სამსახური მოახდენს რეაგირებას“.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო მასალის არაკანონიერად დაყრის ორი ფაქტი გამოავლინა, მათგან ერთი კერძო, მეორე კი იურიდიული პირის მიმართ. ორივეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.

„2019 წლის 18 თებერვალს, შპს "ჯავახავტოგზა"-ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის მეორე ნაწილით“, - ნათქვამია „სამხრეთის კარიბჭეს" მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, შპს "ჯავახავტოგზა" დაჯარიმდა 1 500 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, „2019 წლის 11 ივლისს, მოქალაქე ა.ჯ.-ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის მეორე ნაწილით. ახალციხის რაიონული სასამართლოს №4/132-19 დადგენილებით, აღნიშნული მოქალაქე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და ქმედების მცირემნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა“.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებს თავად შეუძლიათ დეპარტამენტის ცხელ ხაზზე დარეკონ: „მსგავს შემთხვევებში ჩვენს ცხელ ხაზზე, 153-ზე უნდა დარეკონ მოქალაქეებმა და გავლენ ჩვენი ჯგუფები. თუმცა, ცხელი პატრულირებას, სისტემატურად ვახდენთ“, - განმარტავენ დეპარტამენტში.

ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, ერთ კუბურ მეტრამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარის ოდენობით.

ერთი კუბური მეტრი ან ერთ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის კი ფიზიკური პირი დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი 1500 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, თუკი პირმა გარემო ერთ კუბურ მეტრამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით დაანაგვიანა და მის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.

გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძე განმარტავს, რომ ადგილი, სადაც სამშენებლო ნარჩენები უნდა განთავსდეს, კანონის მიხედვით ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა შეარჩიოს. შესაბამისად, კერძო ან იურიდიულ პირებს, სამშენებლო ნარჩენების დაყრა მხოლოდ და მხოლოდ იმ ტერიტორიაზე შეუძლიათ, რომელსაც მერია გამოყოფს.

მსგავსი ტერიტორიაა გამოყოფილი ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქში არსებულ ნაგავსაყრელზეც: „საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სამშენებლო ნარჩენების გატანა ახალციხის ნაგავსაყრელზე, სადაც ამ ტიპის ნარჩენების განთავსება ფასიანია“, - განმარტავენ ახალციხის მერიაში.

ახალციხეში სამშენებლო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ვინ არის პასუხისმგებელი [ფოტო/ვიდეო]

ახალციხეში სამშენებლო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ვინ არის პასუხისმგებელი [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 18 ფაქტი გამოვლინდა
მოქალაქე, რომელმაც ბორჯომში სამშენებლო ნარჩენები მტკვარში ჩაყარა, დაჯარიმდება
 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური განცხადებას ავრცელებს
გარემოს დანაგვიანებისთვის სამცხე–ჯავახეთში 278 პირია დაჯარიმებული
გარემოს დაბინძურების 289 ფაქტი 17 დღეში
ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს