FM97.5 / LIVE

სოფელ ბავრასთან დამსკდარი ასფალტი კომპანიამ აღადგინა

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.09.2019
ახალქალაქში, სოფელ ბავრასთან მისასვლელ გზაზე, ახლადდაგებული ასფალტი, რომელიც სამ ადგილზე იყო დამსკდარი, სამშენებლო კომპანია „არალმა“ აღადგინა. სამუშაოები უკვე დასრულებულია.

სოფელ ბავრასთან დამსკდარი ასფალტი კომპანიამ აღადგინა

ახალქალაქის მერის, იური უნანიანის თქმით, კომპანიას სამუშაოების შესრულების შემდეგ დაზიანების გამოსასწორებლად, საგარანტიო ვადები ჰქონდა.

„თუ ამ ვადებში ვერ ჩაეტეოდა და ვერ აღმოფხვრიდა პრობლემას, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოხდებოდა და დაჯარიმდებოდა. თუმცა ის ადგილები, სადაც ასფალტი დამსკდარი იყო, აღდგენილია“, – გვითხრა ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა.

მერიასა და სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ ახლადდაგებული ასფალტის დაზიანება, გზაზე მოძრავმა მძიმე ტრანსპორტმა გამოიწვია.
კომპანია „არალმა“ ახალქალაქში, ბავრა–კარტიკამი–აბულამდე მისასვლელი გზა 1 048 150 ლარად გააკეთა.

ამ გზის მშენებლობის პროცესში, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, რამაც, კომპანიის სამუშაოების გამო, ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

სოფელ კარტიკამისა და ბავრის მოსახლეობა „არალს“ ასფალტის უხარისხოდ და სტანდარტული ნორმების დარღვევაშიც ედავებოდნენ. გზაზე შესრულებული სამუშაოების შემდეგ, ახლადდაგებული ასფალტი დაზიანდა. აღნიშნულ პრობლემებზე „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული, მათ შორის ივლიტისა და ჭვინთა–ელიაწმინდის გზებთან დაკავშირებით.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ ბავრაში ახლადდაგებული ასფალტი დასკდა
ჭვინთა-ელიაწმინდის ახლადმოასფალტებული გზა უკვე დაზიანდა
‘თხელი კი არა, ზომაზე სქელია ასფალტი’ – კომპანია ახალქალაქის სოფლებში დაგებულ გზაზე
ახალციხეში ახლადდაგებული ასფალტი ცხაურების მოსაწყობად გაჭრეს
ახალქალაქის საკრებულო: ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ
ივლიტაში დაზიანებული ასფალტის აღდგენა დაიწყო
ივლიტაში ერთი წლის დაგებული ასფალტი დაზიანდა