FM97.5 / LIVE

‘ბიბლიური თავისუფლების’ მღვდელმსახურება – ჯარიდან თავის აცილების გზა

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.09.2019
2017 წლიდან დღემდე, „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის წოდების მინიჭებით, სამცხე–ჯავახეთიდან, „გირჩისვე“ ინფორმაციით, 50–მდე ახალგაზრდა ჯარში არ წავიდა. ვინ რატომ არიდებს თავს სამხედრო სამსახურს?

‘ბიბლიური თავისუფლების’ მღვდელმსახურება – ჯარიდან თავის აცილების გზა

ზურა თურქაძე ასპინძიდანაა, ამჟამად კი თბილისში მუშაობს. ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურად ოთხ სექტემბერს ეკურთხა. მას შემდეგ, რაც ჯარში გაწვევის უწყება მიიღო, სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით, „გირჩის“ „ბიბლიურ თავისუფლებას“ მიმართა და მომენტალურად მღვდელთმსახურის წოდებაც მიიღო.

მიზეზი, რის გამოც ზურამ ჯარში არ ისურვა წასვლა, ჯერ სტუდენტობა იყო, შემდეგ კი ფინანსური ვალდებულებები გახდა.

„მაქვს სამსახური და ფინანსური ვალდებულებები, ერთი წლით რომ ჯარში წავიდე, ვინ იკისრებს ჩემს ვალდებულებებს, ან ვინ იმუშავებს ჩემს მაგივრად? არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ერთ ადამიანს, ერთი წლის განმავლობაში სავალდებულო სამსახურში აღებული 80 ლარი ეყოფა“, – ამბობს ზურა.

გარდა ამისა, ზურა ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზეც საუბრობს: „ძალით ჯარში წაყვანილი ახალგაზრდები, არა მგონია, ქვეყნისთვის რაიმე კარგის მომტანი იყოს. ძალით წაყვანას, არ სჯობია მივცეთ საშუალება, ახალგაზრდებმა აკეთონ თავისი საქმე და წარმატებულები გახდნენ თავის საქმეში, ვიდრე ერთი წლით ყველაფერს მოწყდნენ ისეთი ვალდებულების გამო, რომელიც მათ არ სჭირდებათ, ან ხელს შეუშლის? სამშობლოს სამსახურში შეგიძლია იყო ნებისმიერი სამსახურიდან“.

ზურას მსგავსად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელთმსახურის წოდება მიიღო (საკუთარი სახელით კომენტარის გაკეთება არ ისურვა გარკვეული მიზეზების გამო) გიორგიმ. ის ახლა ახალციხის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობს და მშობლებს მეურნეობაში ეხმარება, ჯარში წასვლა კი იმ მიზეზით არ სურს, რომ „წელიწადი ენანება“.

„სირთულეს ვერ ვხედავ ჯარში წასვლაში, თუმცა დროის კარგვა მგონია. ერთი წელი მნიშვნელოვანი დროა, დღევანდელი ჯარი კი არ მგონია ის ადგილი, სადაც ეს ერთი წელი ნაყოფიერი იქნება“, – ამბობს გიორგი.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანალიტიკის სამმართველოს უფროსს დავით ფეიქრიშვილს.

მისი თქმით, სამხედრო სამსახურიდან თავის აცილება, ნებისმიერ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივი და დასაგმობი საქციელია: „ყველა ახალგაზრდა უნდა მიდიოდეს ჯარში. თუ არ მიდიან, ან თავსმოხვეული დამახინჯებული იდეოლოგიის მსხვერპლნი არიან, ან კიდევ, უბრალოდ, ლაჩრები. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც, მაგრამ უმეტესი ნაწილი ასეთია“.

დავითი სამხედრო სამსახურში სისტემურ ხარვეზებს არ ხედავს. მისი აზრით, ჯარი ისეთი სტრუქტურაა, სადაც დისციპლინა უპირველესია. ამიტომ ხშირად ახალგაზრდები ამ დისციპლინაში ხედავენ მონობას.

„მონობა ისაა, როცა ვიღაცის, სახელმწიფოს მტრის გასროლილი სიტყვების ზეგავლენის ქვეშ ექცევი. სამხედრო სამსახური და დისციპლინა მონობა ვერ იქნება“, – ამბობს დავითი. იგი, ასევე, ეხმაურება „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობას და მათ სახელმწიფოს მტრებად მოიაზრებს.

„სახელმწიფოსთვის საზიანო საქმეს ვინც აკეთებს, ის ქვეყნის მტერია. სამხედრო სამსახური კი ერთ–ერთი გარანტიაა მშვიდობის. მაგ ხალხს არ უნდა მშვიდობა“, – ამბობს დავით ფეიქრიშვილი.

„ბიბლიური თავისუფლების“ გარდა, ჯარიდან თავის არიდების უამრავი გზა არსებობს. მათ შორისაა სხეულის თვითდაზიანება, უნივერსიტეტში ხელმეორედ ჩაბარება, რომ როგორმე, სანამ 27 წლის გახდებიან, სტუდენტის სტატუსით თავი აარიდონ ჯარს და სხვა.

ამის საპასუხოდ 2017 წლის 28 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ირაკლი სესიაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობდა სისხლის სამართლის კოდექსის 256 მუხლის ცვლილებას, რის მიხედვითაც დაზუსტდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების შემთხვევები და განისაზღვრა პასუხისმგებლობა. კანონის მიხედვით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

თუმცა, კანონის მიუხედავად, ახალგაზრდები დღესაც ღიად აცხადებენ, რომ არ უნდათ სავალდებულო სამხედრო სამსახური და ამისთვის ხან მღვდელთმსახურის მოწმობას, ხან კი ისევ ძველ გზებს მიმართავენ.

საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ პრობლემას ხუთი სექტემბრის პარლამენტის სხდომაზეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჯარის პოპულარიზაცია საბავშვო ბაღებიდანვე უნდა დაიწყოს.

"მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი, ფუნდამენტი უნდა იყოს ჯარის სიძლიერეზე დაფუძნებული. ჯარის მიმართ პატივისცემა, პრესტიჟულობა, სიამაყის განცდა, ასე ვთქვათ, ყველა მოქალაქეს გვაქვს. რატომღაც, არ ეთმობა სათანადო ყურადღება ამ საკითხს. ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში, ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში", – განაცხადა ღარიბაშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი მოწმობა არ აქვს.

გირჩის პოზიცია სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით უცვლელია.

გირჩის წევრის და “ბიბლიური თავისუფლების” მთავარი მღვდელთმსახურის, ლევან ჯგერნაიას თქმით, ჯარში ძალით წაყვანილი ახალგაზრდები თავდაცვის გასაძლიერებლად არაეფექტური მიდგომაა, ის გამოსავალს ტექნოლოგიებში ხედავს და არა ადამიანურ რესურსში.

„თუ ჩვენი მიზანი თავდაცვის გაძლიერებაა, მეტი ფული უნდა დავხარჯოთ თავდაცვაში, ტექნოლოგიებში. თავდაცვას ვერ გავაძლიერებთ იძულებით წაყვანილი ახალგაზრდებით“.

ლევანი, ასევე, ეხება დღევანდელი ჯარის სისტემას. მისი თქმით, დღევანდელ ჯარს არაფერი აქვს საერთო ჯართან და იქ ახალგაზრდებს მონებივით ექცევიან.

„დღევანდელ სიტუაციას არაფერი აქვს საერთო ჯართან. ყარაულებად მიყავთ იქ ადამიანები და მონებივით ექცევიან. ტელეფონის გამოყენებას უკრძალავენ, ღამეებს ათენებინებენ ყარაულობაში და ვინმეს თუ შემთხვევით მობილური შეყვება, ამისთვის შეიძლება მკაცრად დასაჯონ. ეს ყველაფერი კი, არაეფექტურია თავდაცვის გაძლიერებისთვის“.

„გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლება“ კი, კვლავ აგრძელებს საქმიანობას და ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება გირჩის ახალგაზრდა მღვდელთმსახურთა რიცხვი. 2017 წელს შექმნილი რელიგიური ორგანიზაციის მღვდელთმსახურების რიცხვი, „გირჩის“ ინფორმაციით, 10 000–ზე მეტია.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს შესაძლოა ჯარში წასვლა მოუწიოთ
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება პატიმრობით დაისჯება
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
სავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის გამო შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს
დღეს  ახალციხიდან ჯარში 18 ახალგაზრდა  წავიდა
საპატრიარქო ჯარში გაწვევის კანონპროექტზე სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს