FM97.5 / LIVE

დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

მთავარისაზოგადოება 19.09.2019
მარჯანიშვილის თეატრი ეროვნული დრამატურგიის V საერთაშორისო ფესტივალზე, სპექტაკლით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, წარდგება. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების უმეტესობა გაყიდულია.

დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

მარჯანიშვილის თეატრის წარმოადგენა მესხეთის თეატრში დღეს, 19 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება. როგორც თეატრში გვითხრეს, 16:00 საათის მონაცემებით, დარბაზში, წინა რიგებში მხოლოდ რამდენიმე ადგილია დარჩენილი. “ბილეთების უმეტესობა გაყიდულია“, - ამბობენ თეატრში.

თუმცა ახალციხელი მაყურებელი ყველა წარმოდგენას ასე არ სწყალობს ხოლმე. ბოლო რამდენიმე სპექტაკლზე, სხვადასხვა თეატრის მსახიობებს, ნახევრად ცარიელ დარბაზში უწევდათ თამაში. მაგალითად, გუშინ წარმოდგენა გორის თეატრმა გამართა, სადაც 500–ზე მეტ ადგილიან დარბაზში მხოლოდ 200 მდე ადამიანი იჯდა.

თეატრის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს ნორმალურია და წინა ფესტივალების დროსაც ანალოგიური მდგომარეობა იყო.

„სწავლა დაიწყო, ხალხი დაკავებულია და ვერ ახერხებენ სიარულს. წინა ფესტივალებზეც იგივე მდგომარეობა იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ 200–მდე ადამიანი ცოტაა, ნეტა ბოლომდე ასე გაგრძელდეს, თქვენ სხვა ქალაქები უნდა ნახოთ, იქ უფრო ნაკლები ხალხი დადის. ჯავახეთიდანაც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას“, – ამბობს თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 200–მდე აბონემენტია გაცემული. ასევე, საჯარო უწყებებზე, რეგიონის მასშტაბით, 60 მოსაწვევი დარიგდა.
ხვალ უკრაინის ქ. ხერსონის ნ. კულიშას სახელობის დრამატული თეატრი, ვოლოდიმირ ზუევის „სიცარიელეს“ წარმოადგენს. რეჟისორი სერგეი პავლიუკია.

დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.10.2019 სტაჟირება 'სამხრეთის კარიბჭეში'

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

‘ალი და ნინო’ - მესხეთის თეატრის სცენაზე
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს
დღეს მარჯანიშვილის თეატრი ახალციხეში სპექტაკლს გამართავს
მესხეთის თეატრში ოზურგეთის დასი სპექტაკლს გამართავს
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება
მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება