FM97.5 / LIVE

ბორჯომის ‘თორმა’ დაფინანსების მიღების შემდეგ პირველი ადგილი დაკარგა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2019
ადგილობრივებით დაკომპლექტებულმა საფეხბურთო გუნდმა „თორმა“ ბორჯომის მერიისგან ერთჯერადი დაფინანსება 29 აგვისტოს მიიღო. ამის შემდეგ გუნდმა ბოლო სამი მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო.

ბორჯომის ‘თორმა’ დაფინანსების მიღების შემდეგ პირველი ადგილი დაკარგა

საფეხბურთო კლუბი „თორი“ რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს. გუნდმა ჩემპიონატის მიმდინარე ეტაპი ზედიზედ ოთხი გამარჯვებით დაიწყო და 12 ქულით ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებოდა. წარმატებული სტარტის შემდეგ კი ზედიზედ რამდენიმე მატჩი წააგო.

26 ივლისს ბორჯომის საკრებულომ გუნდის ერთჯერადად დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. მერიის ინფორმაციით, გუნდს 30 000 ლარი 29 აგვისტოს ჩაერიცხა.

მიღებული დაფინანსება გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, ფეხბურთელებს წაახალისებდა და ცხრილში პირველი ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა: „ჩვენი მიზანია, წელს პირველ ადგილზე გავიდეთ და ძირითადი გუნდი შევინარჩუნოთ", - გვითხრა ვასილ ფირცხალავამ 12 აგვისტოს.

თუმცა მიღებული დაფინანსების დღეს ბორჯომელები „ცხუმთან“ ანგარიშით 5-1 დამარცხდნენ, ოთხ სექტემბერს „ჰერეთთან“ საშინაო მატჩში ფრეს დასჯერდნენ, 11 სექტემბერს კი სტუმრად „თბილისი 2016-თან“ 6-0 დამარცხდნენ და პირველი ადგილი დაკარგეს.

წარუმატებლობის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ „სამხრეთის კარიბჭე“ გუნდის მთავარ მწვრთნელთან დაკავშირება სცადა, თუმცა ვასილ ფირცხალავამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ამჟამად ბორჯომელები მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და პირველ ადგილზე მყოფ „35-ე საფეხბურთო სკოლას“ რვა ქულით ჩამორჩებიან.

[ავთო ინასარიძე, ბორჯომი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ‘თორმა’ 5 მატჩიდან ვერცერთი მოიგო
30 000 ლარი ბორჯომელი ფეხბურთელების წასახალისებლად
სამი მარცხი ზედიზედ - დარჩება თუ არა ბორჯომი მესამე ლიგაში
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა
ხუთი მოგება ზედიზედ - ‘თორმა’ ძალები აღიდგინა
შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას