FM97.5 / LIVE

ვალეში კანალიზაციიდან ამოსულმა წყალმა ცენტრალური ქუჩა დატბორა [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2019
ქალაქ ვალეში, კორპუსის კანალიზაციიდან ამოსულმა წყალმა სტალინის ქუჩა და მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია დატბორა. ადგილობრივები ანტისანიტარიაზე ჩივიან. ადგილზე წყალმომარაგების კომოპანიის თანამშრომლები მუშაობენ.

ვალეში კანალიზაციიდან ამოსულმა წყალმა ცენტრალური ქუჩა დატბორა [ფოტო/ვიდეო]

სტალინის ქუჩა, ერთ–ერთი კორპუსის საკანალიზაციო მილიდან გამოსული წყლით, ნაგვითა და ფეკალური მასით, მეორე დღეა იტბორება. ადგილობრივი ლიანა ადამიანი ამბობს, რომ კანალიზაცია 18 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე გამოვიდა.

„სხვა საქმეზე ვიყავი გასული და დამირეკეს მაღაზია წალეკაო. ფეკალური მასა მთლიან ცენტრს ტბორავს და გზაზე გადადის, ანტისანიტარიაა“, - ამბობს ადგილობრივი ლიანა ადამიანი.

მისივე თქმთ, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაუკავშირდა, თუმცა მათ პრობლემა ვერ მოაგვარეს: „გუშინ წყალკანალი იყო, რაღაცა გააკეთა, მაგრამ ისევ გამოდის“.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ პრობლემა მილებში დაგროვებულმა წყალმა და ნაგავმა შექმნა.

„გუშინ, გორიდან სპეცმანქანა გვყავდა, რომლითაც დავრეცხეთ საკანალიზაციო მილები მთლიან ვალეში. როგორც ჩანს, მილებში ნაგავი წამოვიდა, დაგროვდა და ამ ადგილზე გამოვიდა. ეგ რომ გუშინვე გვენახა გავწმენდდით“, - ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი, ბესო ფილაური.

მისივე თქმით, პრობლემის მოგვარებას კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ: „ჩვენი ჯგუფი იქ არის და გაწმენდენ მილებს. ადგილზე მანქანაა გამოძახებული და პრობლემა მოგვარდება“.


ვიდეო ადგილობრივებმა მოგვაწოდეს

ვალეში კანალიზაციიდან ამოსულმა წყალმა ცენტრალური ქუჩა დატბორა [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

რუსთაველის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
მეოთხე დღეა ორბელიანის ქუჩა იტბორება
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
ფეკალური მასა 23-ე კორპუსის სარდაფში
თამარაშვილის ქუჩა იტბორება [ფოტო]
ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში
ახალციხეში თაბუკაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება