FM97.5 / LIVE

ახალციხის თვითმმართველობაში 11 პოზიცია ვაკანტურია

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანსიას 10 პოზიციაზე აცხადებს, მუნიციპალიტეტის საკრებულო კი, ერთზე. ორივე ორგანოში თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან.

ახალციხის თვითმმართველობაში 11 პოზიცია ვაკანტურია

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტის პოზიციაზე აცხადებს. განცხადების მიღების ბოლო ვადა 21 სექტემბერია.

კანდიდატს მუშაობის ორწლიანი გამოცდილება და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა მოეთხოვება. ესენია:

- საქართველოს კონსტიტუცია;
- „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”ევროპული ქარტია ;
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონი;
- „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონი;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება.

რაც შეეხება ახალციხის მერიას, აქ ვაკანსიები ათ პოზიციაზეა გამოცხადებული და განცხადებების მიღების ვადა 27 სექტემბერია.

მერია ვაკანსიას აცხადებს შემდეგ პოზიციებზე:

- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
- აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი;
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის - მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების საკითხებში;
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის ურბანული დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელი;
- სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში;

კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

• საქართველოს კონსტიტუცია;
• „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონი;
• „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის N9 დადგენილება;

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.hr.gov.ge–ს მეშვეობით.

კანდიდატი კონკურსის ეტაპების შესახებ ინფორმაციას აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მიიღებს.

„საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში“, - წერია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა
ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს
ახალციხის მერიაში 17 კონკურსანტის  შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ბორჯომის მერია ექვს პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერიამ 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს