FM97.5 / LIVE

შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ®

მთავარისიახლე, რეკლამა 19.09.2019
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების წინუბნის, საყუნეთის, აგარისა და ზიკილიის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ®

შეხვედრაზე მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.

გასულ წლებში სოფელ წინუბანში სარწყავი და სასმელი წყლის სისტემები მოეწყო, შეკეთდა შიდა გზები, ასფალტის საფარი დაიგო აგარა-წინუბანი-გურკელის საავტომობილო გზის გზის 3100 მეტრიან მონაკვეთზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის სახლს, მოეწყო სანიაღვრე არხი და გზის დამცავი გაბიონი. მიმდინარე წელს აქტიურად გრძელდება სოფლების წინუბანის, გურკელის, აგარის, ზიკილიისა და მუგარეთის წყლის სისტემის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, განხორციელდა სკვერისა და გარე განათების მოწყობისა სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის რეზერვუარს და ეწყობა მაგისტრალი. დაგეგმილია სოფლის შიდა გზების, აბანოებისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობის სამუშაოების გაგრძელება. წინუბნის ხეობაში გასულ წელს დაიწყო XIV საუკუნის II ნახევრის ძეგლის - ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაცია, გაიწმინდა ტერიტორია და დაწყებულია რესტავრაცია. გარდა ამისა, მოწესრიგდა ტაძართან მისასვლელი გზაც. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაძარში სამონასტრო ცხოვრება აღდგება, რაც გაზრდის ტურისტებისა და მომლოცველების ინტერესს ისტორიული ძეგლისა და ხეობისადმი.

სოფელ საყუნეთში მოეწყო მინი სტადიონი, გარე განათება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურს, სოფლის სახლს. ასფალტის საფარი დაიგო საავტომობილო გზაზე, შემოიღობა სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მიმდინარეობს რიტუალების სახლის რეაბილიტაცია. ცენტრალურ გზაზე კეთდება რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილი, საჯარო სკოლაში კი გარე სანიტარული კვანძი მოეწყო. დაგეგმილია გარე განათების მოწყობის სამუშაოების გაგრძელება, შიდა გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, სატუმბი სადგურისა და საყუნეთი-ტყემლანის გზის რეაბილიტაცია.

გასულ წლებში სოფელ აგარაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სისტემას, საბავშვო ბაღს, სპორტულ მოედანს, რიტუალების სახლს. მოეწყო სასმელი წყლის შიდა ქსელი, გარე განათება, გაკეთდა დასასვენებელი სკვერი. მიმდინარე წელს საჯარო სკოლაში მოეწყო გარე სანიტარული კვანძი, რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის შიდა ქსელს, შენდება ახალი ამბულატორია. დაგეგმილია ახალი ბაღის მშენებლობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობის სამუშაოების გაგრძელება, დიდი სტადიონის შემოღობვა და სოფლის სახლის რეაბილიტაცია.

შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ®

სოფელ ზიკილიაში გასულ წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სისტემას, შიდა ქსელს, გამანაწილებელს და რეზერვუარს, ახალგაზრდულ ცენტრს და რიტუალების სახლს შიდა გზებს. საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი. მოეწყო საყრდენი კედელი. მოხდა 2-სართულიანი საცხოვრებელი ბინის სახურავის რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ზიკილიის საჯარო სკოლაში მოეწყო გარე სანიტარული კვანძი.დაგეგმილია სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელის, მინი სტადიონის მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია. ასევე სოფლის სახლისა და ამბულატორიის რეაბილიტაცია.

შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან სოფლებში უკვე შესრულებული სამუშაოების შედეგები დადებითად შეფასდა, ამასთან პრიორიტეტებად გაზიფიცირების, შიდა საუბნო გზების, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგების და გარე განათების მოწყობა დასახელდა. სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კი ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება და 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები და თხოვნები.

შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ®

შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ®

[sknews.ge]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ ®
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
აწყურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®
ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მოსახლეობას შეხვდნენ ®
ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს