FM97.5 / LIVE

‘თამრიკოს წყალი შეუყენეს’ – რატომ დატოვა ახალციხის N1 ბაგის მენეჯერმა თანამდებობა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.09.2019
ახალციხის N1 ბაღის უკვე ყოფილი მენეჯერის, თამარ ქიმერიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ბაღის თანამშრომლები გაერთიანების მიერ გამოცხადებულ საყვედურებს და ქიმერიძის პოლიტიკურ სიმპათიებს უკავშირებენ.

‘თამრიკოს წყალი შეუყენეს’ – რატომ დატოვა ახალციხის N1 ბაგის მენეჯერმა თანამდებობა

ბაგის ყოფილმა მენეჯერმა თანამდებობა დაახლოებით ორი კვირის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ბაღის თანამშრომელი გვიყვება, რომ, ბოლო პერიოდში, თამარს ბაღების გაერთიანებამ რამდენიმე საყვედური გამოუცხადა. ამიტომ იგი იძულებული გახდა, სამსახურიდან წასულიყო.

„ერთი თანამშრომელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ ერთი დღით დაეთხოვა თამარს, ჯგუფში კი იმ მასწავლებლის მაგივრად სხვა შევიდა. ბაღების გაერთიანებამ ამის გამო თამარს უსაყვედურა, რატომ არ შეგვატყობინეთო. მოგვიანებით იგივე მასწავლებელი ერთი საათით გაეთავისუფლა ქიმერიძეს და ესეც ძალიან მალე გაიგო გაერთიანებამ და იმ დღესვე შემოვიდნენ ბაღში, საყვედური გამოუცხადეს თამრიკოს და იმ მასწავლებელს“.

ბაგის თანამშრომელი გვიყვება, რომ ნებისმიერ წვრილმან პრობლემას თუ ამბავს იმდენად მალე იგებდა ბაღების გაერთიანება, რომ ამან საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ თანამშრომლებში ვიღაც თამარის წინააღმდეგ მოქმედებდა.

„ასე უცებ რანაირად გებულობდა გაერთიანება?! ადამიანი ერთი საათით გაეთავისუფლა ბაღის მენეჯერს. იმ დღესვე შევიდნენ და საყვედური გამოუცხადეს. ეს ნამდვილად ეჭვს ბადებს, რომ ბაგაში ვიღაცა ეგრევე აწვდიდა ინფომაციას გაერთიანებას. ერთხელ ექთანი კამათობდა, რომ წინა ცვლის ექთანი ისე წავიდა, რომ ქიმიური სითხე არ მოამზადა. ცოტა ხმამაღალი საუბარი იყო. ესეც გაიგეს გაერთიანებაში და მაშინვე მოვიდნენ, დაუძახეს თამრიკოს და შეუყენეს წყალი“, – გვიყვება ერთ–ერთი თანამშრომელი.

ქიმერიძე არ უარყოფს, რომ მას ნამდვილად გამოუცხადეს საყვედურები. ამბობს, რომ ადრე საკუთარი თანამშრომლის ერთი საათით გაშვებას გაერთიანებას არ უთახმებდა და ეს პრობლემის გარეშე ხდებოდა, თუმცა ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ სხვა მოთხოვნები გააცნეს.

„პირველი საყვედური მაგაზე მივიღე – თურმე, ბავშვთა უფლებები დავარღვიე, რომ ადამიანი გავუშვი ანალიზებზე. ის მასწავლებელი კი გავუშვი, მაგრამ მის მაგივრად სამი შევედით ჯფუფში. ბავშვებს არაფერი პრობლემა არ შექმნიათ. ჩემი დანაშაულია ის, რომ რადგან მითხრეს, რომ ოფიციალურად ყოველ ჯერზე უნდა დამეწერა განცხადება ვინმეს გათავისუფლების დროს, ნამდვილად უნდა დამეწერა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ შიგნიდან, კოლექტივიდან იყო ინფორმაციის გასვლა. ამ ყველაფერს გაცლა ვამჯობინე და წავედი ბაღიდან“,–ამბობს ქიმერიძე.

ბაღის ერთ–ერთი თანამშრომელი ვარაუდობს, რომ თამარ ქიმერიძის ბაღიდან წასვლის კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა მისი პოლიტიკური შეხედულებები იყოს: „მას მეგობრები ჰყავს წინა მთავრობის წარმომადგენლებიც, ზოგადად ესეც იყო ერთ–ერთი მიზეზი. ასე ფიქრობენ ბაგაშიც“.

ამასთან დაკავშირებით ქიმერიძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ის არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს, თუმცა, რაც არ მოსწონს, იმის ხმამაღლა თქმას არ ერიდება: „ორივე მთავრობის პლიუსები და მინუსებიც ვიცი, თუმცა ისეთი ვარ, რომ, რაც არ მომწონს, შემიძლია ვთქვა. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ყველა უნდა გაჩუმდეს და ტაში დაუკრას. არ ვარ ასეთი ადამიანი“.

იურისტი სოსო ხითარიშვილი გვეუბნება, რომ თანამშრომლის ერთ დღით ან საათით გაშვება, მენეჯერმა ბაღების გაერთანებასთან უნდა შეათანხმოს თუ არა–ამას რაიმე კანონი არ არეგულირებს, თუმცა შესაძლოა, შინაგანაწესით ჰქონდეთ განსაზღვრული.

„როგორც წესი, ეს არაა ხოლმე პრობლემა და მენეჯერს ასეთი საკითხების მოგვარება ზედმეტი განცხადების და გაერთიანებასთან შეთანხმების გარეშე შეუძლია. ამას არ არეგულირებს რაიმე კანონი, თუმცა საინტერესოა შინაგანაწესი რას ითხოვს“,– ამბობს ხითარიშვილი.

როგორ რეგულირდება შინაგანაწესით თანამშრომლების ერთი დღით ან რამდენიმე საათით გათავისუფლების საკითხი, ამ თემაზე საუბარი არ სურს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს მარინე მერაბიშვილს. იგი მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლება: „მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური“.

ახალციხის ერთ–ერთი საბავშვო ბაღის მენეჯერი კი გვიხსნის, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელს, რამდენიმე საათით თანამშრომლის გათავისუფლება შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. რაც შეეხება მთლიან სამუშაო დღეს, ამ შემთხვევაში განცხადება უნდა დაიწეროს და გაერთიანებას შეატყობინოს.

N1 ბაგის თანამშრომლების ინფორმაციით, ახალ მენეჯერად, ბაგის ერთ–ერთ თანამშრომელს, თამუნა ლომსაძეს მოიაზრებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში არ გვიდასტურებენ: „არაფერი არაა გადაწყვეტილი, მენეჯერი არ შეგვირჩევია. როცა შევარჩევთ თქვენ პირველს გეტყვით“,– გვითხრა მერაბიშვილმა.

ამავე თემაზე ნახეთ:

'რას იზამ, ოჯახში ნე ბეზ უროდაო, ხომ გაგიგია'– N1 ბაგა–ბაღის მენეჯერი სამსახურიდან წავიდა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხის N1 ბაგას ახალი მენეჯერი ჰყავს
'რას იზამ, ოჯახში ნე ბეზ უროდაო, ხომ გაგიგია'– N1 ბაგა–ბაღის მენეჯერი სამსახურიდან წავიდა
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
ბაღის მასწავლებლის საქმეზე, რომელსაც ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ძიება არ დასრულებულა
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
ახალციხეში  ბაღის მასწავლებელს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ