FM97.5 / LIVE

ჩხუბი ახალციხის ცენტრში – ნაცემია 39 წლის ქალი [ფოტო]

მთავარისიახლე, შემთხვევა 18.09.2019
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ბოსტნეულის გამყიდველი ქალი ცემეს. ქალს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. საჭირო გახდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ჩხუბი ახალციხის ცენტრში – ნაცემია 39 წლის  ქალი [ფოტო]

ახალციხეში შემთხვევა დღეს, 18 სექტემბერს, 13:30 საათზე მოხდა.

კოსტავას ქუჩაზე ერთ–ერთი გარე მოვაჭრე, რომელიც ბოსტნეულს ყიდდა, გვერდით მდგომმა მწვანილების გამყიდველმა ცემა.

როგორც თვითმხილველები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. კაცი, რომელიც 39 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, ადგილიდან მიიმალა.

„რაღაცა ხურდებზე დაიწყეს ჩხუბი, რა ვერ გაიყეს, ვერ გავიგე. ჯერ ამ კაცის ცოლი და ეს ქალი ჩხუბობდნენ. ამას, მე მგონი, იმ ქალისთვის დაურტყამს კიდეც. მერე კაცი ადგა და ცემა დაუწყო, სულ სახეში და თავში ურტყამდა და გაიქცა. სად არის ახლა, არ ვიცი. ისეთ დღეშია, მგონი, ტვინის შერყევა აქვს, გარკვევით ვერ გველაპარაკება და ვერ იხსენებს, სად არის“,– გვიხსნის ერთ–ერთი თვითმხილველი.

ჰქონიათ თუ არა აქამდე მოვაჭრეებს ერთმანეთში რაიმე სახის დაპირისპირება, ამაზე არც სხვა მოვაჭრეები და არც ნაცემი ქალი არ საუბრობენ.

„არ ვიცი, რა მოხდა. მომვარდა და ცემა დამიწყო. ვერ ვიხსენებ, რა უნდოდა ჩემგან“,–გვითხრა ნაცემმა ქალმა, რომელიც ახალციხის ერთ–ერთი სოფლიდან არის.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწარფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომლებმაც ნაცემი ქალი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„თავში აქვს დარტყმული, გადასაყვანი და გამოსაკვლევია“, – გვითხრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველებიც.

ჩხუბი ახალციხის ცენტრში – ნაცემია 39 წლის  ქალი [ფოტო]

ჩხუბი ახალციხის ცენტრში – ნაცემია 39 წლის  ქალი [ფოტო]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ქალის ცემის ფაქტზე ძიება დაიწყო
ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს
ახალციხეში ნაცემი ქალის საქმეზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ
ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება
ვალე–ახალციხის გზაზე სამი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მდინარეში გადახტა
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომანქანა დაეჯახა