FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

მთავარისიახლე, განათლება 18.09.2019
მანდატურის სამსახური, ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე, კონკურსის წესით თანამშრომლებს შეარჩევს. კანდიდატები ორთვიან მოსამზადებელ კურსს აკადემიაში გაივლიან. შემდეგ კი ახალქალაქის სკოლებში გადანაწილდებიან.

ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

მანდატურის კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანის ვადა ოთხ სექტემბერს ამოიწურა. კანდიდატებმა გასაუბრების ეტაპი უკვე გაიარეს და ფიზიკური მზაობის შემოწმებას გადიან.

ის კონკურსანტი, რომელიც ყველა ეტაპს წარმატებით გადალახავს, ორთვიან კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლის.

„ფიზიკური მზაობის კომპონენტის შემოწმება დარჩა, რის შემდეგაც გვეცოდინება ჩააბარებენ თუ არა, შემდეგ გაიგზავნებიან შსს-ს აკადემიაში, ორთვიან მოსამზადებელ კურსზე. თუ აკადემიასაც დაასრულებენ წარმატებით, შემდეგ გვეცოდინება, ნამდვილად იწყებენ მუშაობას თუ არა“, - განმარტავენ მანდატურის სამსახურში.

მათივე თქმით, სამსახური სკოლებში მანდატურების დამატებას სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით გეგმავს, ამისთვის კი ვაკანსიები პერიოდულად ცხადდება.

მიმდინარე წელს მანდატურების დამატება იგეგმება ახალქალაქის, ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლაში.

მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც წარმატებით გაივლიან მოსამზადებელ კურსებს, დანიშვნამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

▶რეზიუმე;
▶2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
▶პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
▶განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
▶ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდასა და ახალქალაქში მანდატურების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
ჯავახეთის სკოლებში მანდატურები პირველად შევიდნენ
მომსახურების სააგენტოს ახალციხელ თანამშრომლებს ნარკოლოგიურად ამოწმებენ
როდის იწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში
სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება
ასპინძისა და ვალის სკოლებში მანდატურები დაინიშნენ
თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება ახალგაზრდებს! [R]