FM97.5 / LIVE

‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.09.2019
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, აბასთუმნის გზის პროექტის წინასწარი კვლევა, რომლის მიხედვითაც გზა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკზე გაივლის, ადგილობრივებს უკვე გააცნო. გარემოს დამცველი ორგანიზაციები პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ პარკის ველურ ბუნებას გზის მშენებლობა და ექსპლუატაცია გაანადგურებს.

‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოსდაცვის მიმართულების სამსახურის ხელმძღვანელმა, თანამშრომლებთან ერთად, აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტისათვის წინაწარი კვლევის ანგარიშის, იგივე სკოპინგის განხილვა 16 სექტემბერს აბასთუმანში მოაწყო.

განხილვას, ადგილობრივებთან ერთად, რეგიონის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მსგავს შეხვედრებს, გარემოს ზემოქმედების შეფასების გეგმის შემუშავებისას, კანონი ითვალისწინებს.

როგორც უკვე ცნობილია აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ ტყე–პარკის ტერიტორიას 14 კილომეტრზე გადაკვეთს. ამავე მონაკვეთზე სამ კილომეტრამდე გვირაბი გაკეთდება და ობსერავტორიის ტერიტორიას მიუერთდება. ამიტომ, დეპარტამენტის გარემოსდაცვის მიმართულების სამსახურის ხელმძღვანელი გია სოფაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ შეხვედრაზე, სწორედ ის რისკები და ზიანი განიხილეს, რაც შეიძლება, გზის მშენებლობის პროცესში და მისი ექსპუატაციის შედეგად ეროვნულ პარკს მიადგეს.

„თავდაპირველად, განხილული იყო ათამდე ალტერნატიული გზა, თუმცა, აქედან ერთი ამოვირჩიეთ, რომელიც გარემოს დაცვის, ტექნიკური თუ სოციალური კუთხით არის ყველაზე ოპტიმალური. ჩვენ ერთად განვიხილეთ, რა რისკებია და რა ზომების მიღება შეიძლება“,– გვიხსნის გია სოფაძე და ამატებს, რომ ამ ყველაფერს გარემოს დაცვის სამინისტროში გადააგზავნიან და შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გეგმაში შეიტანენ.

გია სოფაძე ირწმუნება, რომ ტყე–პარკში გზის მშენებლობა საკანონმდებლო ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა ყველაფერი იქნება გათვალისწინებული იმისათვის, რომ გარემოს და აქ მობინადრე ცხოველებს ზიანი არ მიადგეს. მშენებლობის პროცესში კი, მშენებლებისთვის სპეციალური განრიგი შედგება, რომლის მიხედვითაც სამუშაოები განხორციელდება.

„პარკის ტერიტორიაზე გზა თუ იქნება, უფრო ადვილად გაკონტროლდება ბრაკონიერების საქმიანობა. ეროვნული პარკის წარმომადგენლები გზის მეშვეობით ადვილად მივლენ ტერიტორიაზე, სადაც რაიმე საფრთხეზე ინფორმაცია ექნებათ. გზის მშენებლობის შემდეგ ფოტოხაფანგებს გავაკეთებთ. რაც შეეხება მშენებლობის პერიოდს: როდესც ცხოველს გამრავლების პერიოდი ექნება, ეს არის წლის განმავლობაში გარკვეული დრო, სამუშაოები შეწყდება. ასევე მუშები არ იმუშავებენ ღამის საათებში, ზედმეტი განათებები რომ არ იყოს. ჩვენი სპეციალისტები სამუშაოების ყველა ეტაპს დააკვირდებიან და შესაბამის ზომებს მიიღებენ“,– გვიხსნის გია სოფაძე.

მისივე თქმით, გზის მშენებლობამდე ტერიტორიაზე ხეების სპეციალური ჭრებიც განხორციელდება, რის სანაცვლოდაც მშენებლები კანონით დადგენილ თანასაც გადაიხდიან და საკუთარი ინიციატივით ახალ ხეებს დარგავენ: “რამდენსაც მოვჭრით დიდ ხეს, სანაცვლოდ სხვა დაირგვება. პარკში არის ტერიტორიები, სადაც ომის შედეგად და სხვადასხვა მიზეზით ტყეები დაიწვა. სწორედ იქ დავრგავთ“.

შემოვლითი გზის პროექტის წინასწარი კვლევის ანგარიშის განხილვა აბასთუმანში ისე დასრულდა, რომ დამსწრეებს საკითხის ირგვლივ განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებიათ და არც კითხვები დაუსვამთ.

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული ტყე–პარკის ტერიტორიაზე გზის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან ბუნების დამცველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დაუშვებელია ტყე–პარკის ტერიტორიაზე ნებრისმიერი მსგავსი პროექტის განხორციელება და ეს კანონს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

„ეს ტერიტორია არის ეროვნული პარკის ერთ–ერთი ზონა, ეროვნული პარკი თავისთავად იქმნება იმ სახით, როგორიც არის, რადგან იქ გავრცელებული სახეობები არის ღირებული და შევთანხმდით ყველა, რომ ეს უნდა იყოს შენარჩუნებული. ნებისმიერი ასეთი სახის ჩარევა იწვევს მნიშვნელოვან ზეგავლენას და პირვანდელი სახით არსებული გარემოს განადგურებას. ეს არის ზიანი, რომელიც არ შეიძლება იყოს შერბილებული და კომპენსირებული, ეს ზემოქმედება იქნება შეუქცევადი და ამ ტერიტორიისთვის დაუშვებელი“, –ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე.

ამასთან დაკავშირებით, ნინო გუჯარაიძემ ორგანიზაციის მოსაზრებები უკვე გადაუგზავნა გარემოსდაცვის სამინისტროს, სადაც პროექტის შეჩერებას მოითხოვს. მისი თქმით, პროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს. რაიმე გამონაკლისის დაშვებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„ახლა დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ გავქვს შესწავლილი, თუმცა ფაქტია, რომ ხაზგასმით კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე. დაველოდებით სამინისტროს გადაწყვეტილებას. თუკი პროექტის განხილვა გაგრძელდება, რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას ახლავე გავასაჩივრებთ, რადგან ძალიან აშკარა კანონდარღვევა“, – ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე.

საკითხით ჯერ არ დაინტერესებულან, თუმცა „მწვანე ალტერნატივას“ მსგავსად ფიქრობენ „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში“. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერი ტყე–პარკის ტერიტორიაზე, მსგავსი სახის პროექტი არ უნდა განხორციელდეს.

„ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ ხშირად ხორციელდება ხოლმე ასეთ ტერიტორიებზე რაღაცა პროექტები. ტყე–პარკი შეიქმნა იმიტომ, რომ უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის და არ შევცვალოთ ისე, როგორც მოგვესურვება. აი, ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა. კანონიც იმიტომ გვაქვს, რომ უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება ყოველ ჯერზე საიჭიროების მიხედვით იცვლებოდეს და ისე ვირგებდეთ, როგორც გვინდა“, – ამბობს „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ წარმომადგენელი რეზო გეთაშვილი.

საბოლოოდ გაითვალისწინებს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს, ეს ჯერ უცნობია, თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება და ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება.

აბასთუმანი–ბაღდათის გზას, პირველი პროექტის მიხედვით, კურორტზე უნდა გაევლო, თუმცას ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტული პროექტის შემდეგ, რომლის მიხედვითაც კურორტზე მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაონ და სხვა ტრანსპორტი აქ ვეღარ გაივლის, გეგმა შეიცვალა.

ამავე თემაზე ნახავთ:

ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით

ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა
ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო