FM97.5 / LIVE

ვის ეყოლება კანდიდატი არალში შუალედურ არჩევნებზე

მთავარისიახლე, არჩევნები 18.09.2019
სოფელ არალში, 27 ოქტომბრის შუალედური ადგილობრივი არჩევნებისთვის, საკუთარი მაჟორიტარობის კანდიატი ჯერ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ დაურეგისტრირებია, თუმცა მმართველმა პარტიამ კანდიდატურა უკვე შეარჩია. ოპოზიციაში კი გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობენ.

ვის ეყოლება კანდიდატი არალში შუალედურ არჩევნებზე

სოფელ არლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაასახელა. არლის თემში დეპუტატობისთვის მმართველი პარტიიდან ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.

იგი 37 წლისაა, სოფელ არალში ცხოვრობს.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

პარტია “ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობენ, თუმცა სავარაუდოდ კანდიდატი არ ეყოლებათ: „სავარაუდოდ, არავინ გვეყოლება, მაგრამ ეს ზუსტი პასუხი არ არის. არ აქვს აზრი კანდიადტის დაყენებას. ყოველთვის ზეწოლას აკეთებდნენ და ისევ ზეწოლები იქნება. ვფიქრობდით, მაგრამ ამ ეტზპე თავი შევიკავეთ. თუ რამე არ შეიცვალა, არ გვეყოლება“.

მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ჰყავს არც „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ფიქრობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების უპირატესობა აქვთ: „კანდიადტი ჯერ არ დაგვისახელებია, გადაწყვეყტილი არ არის ვინ იქნება. ამ უბანს ნაციონალები ვიგებდით და კიდევაც მოვიგებთ“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანესიანი.

წლების განმავლობაში, N3 არლის საარჩევნო უბანზე, არჩვენების შედეგები გაანსხვავებული იყო. ბოლო შვიდი წლის შედეგები ასე გამოიყურება:

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები:

სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი - 329 ხმა
გრიგოლ ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 314 ხმა
დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“ - 259 ხმა

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები:

ლაზარე ჩილინგარაშვილი - „ქართული ოცნება“ - 62.96%
თენგიზ ქომოშვილი - „ევროპული საქრთველო“ – 35, 14%
გიორგი ფეიქრიშვილი - “ნაციონალური მოძრაობა“ - 1.9 %

2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნები:

გიორგი კოპაძე - „ქართული ოცნება“ - 578 ხმა
ვაჟა ჩიტაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ - 327 ხმა

2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები:

თენგიზ ქომოშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 40.04%
თამაზ აკოფაშვილი - „ქართული ოცნება“ - 33.08%
ოქროპირ ჩილინგარაშვილი - დამოუკიდებელი 18.95%
თეიმურაზი ნადირაძე - „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“ - 7.92%

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები:

დავით ბაქრაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 471 ხმა
გიორგი მარგველაშვილი - „ქართული ოცნება“ - 367 ხმა

2012 წლის საპარალმენტო არჩევნები:

-მიღებული ხმები პარტიების მხიედვით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 69.87%
„ქართული ოცნება“ - 26.66%
-მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები
ზურაბ ჩილინგარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ - 74.35%
ბიძინა გუჯაბიძე - „ქართული ოცნება“ - 25.65%

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შუალედური არჩევნები იმის გამო იმართება, რომ 2019 წლის ხუთ აპრილს, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას საკრებულოში საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ლაზარე ჩილინგარაშვილმა მაჟორიტარობის მანდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა.

დაახლოებით ექვსი თვეა არალს ადიგენის საკრებულოში დეპუტატი არ ჰყავს.

სოფელში სულ 1 467 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შუალედურ არჩევნებზე არალში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება
არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება
'ქართულმა ოცნებამ' არალის მოსახლეობას კანდიდატი წარუდგინა
არლის მაჟორიტარობისთვის ჯერ არცერთი კანდიდატია რეგისტრირებული
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]