FM97.5 / LIVE

კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2019
ხათუნა აჩელაშვილი, რომელიც 13 წლის შვილთან ერთად, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ შენობაში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს. ორი ოპერაციის შემდეგ, ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია, სახლი კი, რომელიც კოთელიის სკოლას აქვს სარგებლობის უფლებით, საცხოვრებლად სახიფათოა.

კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

სოფელ კოთელიაში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ზამთარი მკაცრი იცის. სახლი, რომელშიც ხათუნა მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, ზამთრის თბილად გატარების გარანტიას არ იძლევა. კედლები დაბზარულია, ჭერიდან მზიან დღეებში მზის სხივები, წვიმიან დღეებში კი წვიმა ჩამოდის. კედლის ღრიჭოებს კი ნაჭრებით ქოლავს, ქარი რომ არ შემოვიდეს.

„ერთადერთი, რაც ყველაზე ძალიან მჭირდება, კედლების და ჭერის გაკეთებაა. არ ვითხოვ რაიმე კაპიტალურ რემონტს. ის მინდა, რომ ქარი და წვიმა არ შემოვიდეს. მასალებიც რომ მქონდეს, როგორღაც ამოვლესავ კედლებს“, - გვიყვება ხათუნა.

ხათუნა სოციალურ დახმარებას იღებს, თვეში 140 ლარს, რაც, მისი თქმით, ჭამაში და ბავშვის ჩაცმაში ძლივს ჰყოფნის.

„სანამ ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყებოდა, ვმუშაობდი, როგორღაც გაგვქონდა თავი. რომ არა ეს ოპერაციები, ალბათ, ჩემითაც შევძლებდი ცემენტის ყიდვას, კედლები რომ მაინც გამომელესა,“ – ამბობს ხათუნა.

სახლში გაზი და წყალი არ აქვს. საჭმელს, ძირითადად, შეშის ღუმელზე ამზადებს. საწვავად კი თანასოფელების მიტანილ ხმელ ტოტებს ან, ხშირ შემთხვევაში, საქონლის გამხმარ ნაკელს, ე.წ. წივას იყენებს. ჯავახეთში ზამთარი უკვე ახლოსაა, საწვავის მარაგი კი, ჯავახური ზამთრის გასატარებლად, საკმაოდ ცოტაა.

„თანასოფლელები რომ არ მეხმარებოდნენ, არ ვიცი, აქამდე როგორ გავძლებდით. მუშაობა მე არ შემიძლია და თვეში 140 ლარით ორმა ადამიანმა როგორ უნდა გავიტანოთ თავი?! პროდუქტი, ხანდახან საწვავად გამოსადეგარი ხმელი ტოტები მოაქვთ, ახლა მომარაგებული მაქვს იმდენი, რომ ბავშვს საჭმელი გავუკეთო. ზამთარს ვერ გამატანინებს ეს ტოტები. არ ვიცი, რა უნდა ვქნა“.

შენობა, რომელშიც ხათუნა თავის 13 წლის ბიჭთან ერთად ცხოვრობს, სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო მოსარგებლე, კოთელიის საჯარო სკოლაა. გარდა იმისა, რომ კედლები და ჭერი ავარიულია, ხათუნას წყლის პრობლემაც აქვს. ის წყალს მეზობლის ეზოდან ეზიდება.

კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

[რობი ზარიძე, ახალქალაქი]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

13.08.2020 სად და რომელ ფაკულტეტებზე შეძლებთ სწავლას უფასოდ

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2020 რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება

13.08.2020 ‘დავიღალეთ ასე ცხოვრებით’ - ნინოწმინდის 8 დასახლებაში გასხვისებულ საძოვრებს აპროტესტებენ

13.08.2020 რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები

13.08.2020 მგფ სამცხე–ჯავახეთში 3 საჯარო სკოლას გაარემონტებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ცხოვრება ავარიულ სახლში
ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში
‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს
ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან
სამსულიან ოჯახს გამოსახლების ეშინია
‘ადამიანებს შორის მანძილი უნდა იყოს დაცული’ - ხათუნა ზახაშვილი ტრანსპორტზე