FM97.5 / LIVE

სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2019
ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, ახალციხის თოჯინების თეატრში 2019 წლის სეზონი „სამი გოჭის“ პრემიერით გაიხსნება.

სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

სამი გოჭის ცნობილი ამბავი, რომელსაც თოჯინების თეატრში პრემიერაზე დადგამენ, ახლებური ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი.

„გმირები და ამბავი იგივეა. განსხვავებული ისაა, რომ მგელი კეთილია, სიუჟეტის გადაწყვეტა კი ოდნავ განსხვავებული“, – ამბობს თეტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ქორიძე.

მისი თქმით, ახალ სეზონზე საბავშვო წარმოდგენების გარდა, დიდებისთვისაც დაიდგმება სპექტაკლები.

„თოჯინების თეატრი არაა მარტო თოჯინების და ბავშვებისთვის. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო სიახლე შემოვიტანოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სეზონზე თორჯინების თეატრი ზრდასრულ მაყურებელსაც შევთავაზოთ“.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს მაყურებელი კიდევ ორ პრემიერას იხილავს თეატრის სცენაზე, სპექტაკლები ბავშვებისთვის კი ყოველკვირეულად გაიმართება. მიმდინარე წელს, თოჯინების თეატრი წარმოდგენებს შავის ზღვის სანაპიროს ქალაქებშიც გამართავს.

ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, კულტურის სამინისტროს დაფინანსების გარდა, ადგილობრივი მერიის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 20 000 ლარით ფინანსდება. ამჟამად თოჯინების თეატრს შვიდი მსახიობი ჰყავს.

სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

[რობი ზარიძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

13.08.2020 სად და რომელ ფაკულტეტებზე შეძლებთ სწავლას უფასოდ

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2020 რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება

13.08.2020 ‘დავიღალეთ ასე ცხოვრებით’ - ნინოწმინდის 8 დასახლებაში გასხვისებულ საძოვრებს აპროტესტებენ

13.08.2020 რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები

13.08.2020 მგფ სამცხე–ჯავახეთში 3 საჯარო სკოლას გაარემონტებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს
თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება
თოჯინების თეატრი კვირას წარმოდგენას გამართავს
ბორჯომში გურჯაანის თოჯინების თეატრს უმასპინძლებენ
„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
ახალციხის თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'სამი გოჭი' გაიმართება
როგორ ემზადება ახალციხის თოჯინების თეატრი საახალწლოდ