FM97.5 / LIVE

არლის მაჟორიტარობისთვის ჯერ არცერთი კანდიდატია რეგისტრირებული

მთავარისიახლე, არჩევნები 17.09.2019
შუალედურ არჩევნებზე, სოფელ არლის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კანდიდატი არცერთ საინიციატივო ჯგუფს არ წარუდგენია. პოლიტიკურ პარტიებს კი ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ.

არლის მაჟორიტარობისთვის ჯერ არცერთი კანდიდატია რეგისტრირებული

27 ოქტომბრის შუალედური არჩევნები სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ადიგენის ოლქში, #3 არლის საარჩევნო უბანზე გაიმართება. ამომრჩევლებმა სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.

ამ ეტაპზე, საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატის წარდგენის ვადა ამოწურულია. #38 საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი კანდიდატია რეგისტრირებული.

კანდიდატის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს 27 სექტებრამდე აქვთ.

რაც შეეხება საარჩევნო პროცედურებს, 13 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის ექვსი წევრი უკვე შეარჩია. კომისიის კიდევ ექვს წევრს დასანიშნად, უფლებამოსილი პარტიები საოლქოს თავად წარუდგენენ.

„საოლქო საარჩევნო კომისიამ ჯერ კონკურსი გამოაცხადა და შემდეგ აირჩია საუბნო საარჩევნო კომისიის ექვსი წევრი. ახლა პარტიები დანიშნავენ საკუთარ წარმომადგენლებს. 27 სექტემბრამდე გაიმართება პირველი სხდომა და ამის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ექნებათ უფლება-მოსილება“, - ამბობს #38 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შუალედური არჩევნები იმის გამო იმართება, რომ 2019 წლის ხუთ აპრილს, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას საკრებულოში საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ლაზარე ჩილინგარაშვილმა მაჟორიტარობის მანდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა.

დაახლოებით ექვსი თვეა არალს ადიგენის საკრებულოში დეპუტატი არ ჰყავს.

სოფელში სულ 1 467 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შუალედურ არჩევნებზე არალში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა
არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
არალში შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება