FM97.5 / LIVE

ვალეში, მოსახლეობა ძველი სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.09.2019
ვალეში, ადგილობრივი ფერმერები სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მორწყვის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. უწყლოობის გამო ხეხილის ბაღები გახმა, ჰექტრობით სახნავ–სათესი მიწები კი სათიბად გადაიქცა.

ვალეში, მოსახლეობა ძველი სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს

ვალეში მცხოვრებ ტრისტან ჩიტაშვილის ე.წ. მოკრულების ტერიტორიაზე 450 კვ/მ ნაკვეთზე 25 ძირი მსხმოიარე ვაშლის ბაღი ჰქონდა გაშენებული. წლების წინ, სტიქიის შედეგად სარწყავი წყლის მილის დაზიანების გამო, ხეების მორწყვა ვეღარ შეძლო, ამიტომ მის ბაღში 25–დან მხოლოდ შვიდი ძირი ვაშლის ხეა შემორჩენილი, დანარჩენი კი გახმა.

„მამა–პაპურ სარწყავ არხში წყალი რომ იყო, ხარობდა ყველაფერი. 2016 წლიდან ბაღები არ მოგვირწყავს, დახმა ყველაფერი“, – გვითხრა ტრისტანმა.

ამ ტერიტორიაზე ერთკილომეტრიანი მოსარწყავი წლის მილი 2015 წელს, სტიქიის დროს დაზიანდა.

„მაშინ ადგილობრივი მთავრობა იყო ჩამოსული, ნახეს და დაგვპირდნენ, უნდა გავაკეთოთო. მე მშენებელ–ინჟინერი ვარ და ვუთხარი, რომ ჩამოშლილ მიწათხრილთან მონოლითური რკინა–ბეტონის არხები უნდა მოწყობილიყო და მიწის პირველი ფენა უნდა მოხსნილიყო, რომ ყოველი წვიმისას არხი არ გაჭედილიყო“, – გვეუბნება ტრისტანი.

ამავე ტერიტორიაზე, სადაც სარწყავი წყლის პრობლემა მეოთხე წელია აწუხებთ, პავლე ათუნაშვილმა ვაშლის ბაღი სამი წლის წინ გააშენა. როგორც თავად ამბობს, სტიქიის შემდეგ თვითმმართველობისგან იმედი ჰქონდა, რომ კვლავ აღდგებოდა საირიგაციო სისტემა.

„რახან იმედი მომცეს, რომ არხი გაკეთდებოდა, ბაღის გაშენება გადავწყვიტე. წყლის საქაჩით ვრწყავდი, ნერგებიც პატარები იყო და არ მიჭირდა. ახლა უკვე აღარ ყოფნის ეს წყალი, რადგან მსხმოიარობა დაიწყო“, – გვითხრა პავლე ათუნაშვილმა.

პავლეს წელს სამი დღე დასჭირდა, რომ მთლიანი ბაღი მოერწყა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიის შემდეგ თვითმმართველობამ ამ არხის აღდგენა იმავე წელს გადაწყვიტა, მოამზადა პროექტი, მძიმე ტექნიკა მიიყვანა და ტერიტორია გადათხარა, თუმცა წყალი ვერ გამოიყვანა, რადგან მდინარე ფოცხოვმა აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმართულება შეიცვალა.

მათივე თქმით, მოგვიანებით, 2016 წელს, წყლის პროექტს თვითმმართველობამ მიმართულება შეუცვალა და ნაკვეთები საირიგაციო სისტემის გარეშე დატოვა. შედეგად მიმდებარე ნაკვეთების ნაწილი დასამუშავებლად გამოუსადეგარი გახდა.

აღნიშულ პრობლემაზე მოსახლეობამ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ რეგიონულ კოორდინატორ თამუნა უჩიძეს მიმართა.

„ჩვენ მივმართეთ თვითმმართველობას თხოვნით, რომ უახლოეს პერიოდში ბიუჯეტში ცვლილების შეტანისას, ან ახლი ბიუჯეტის დაგეგმვისას, ეს პრობლემა გაითვალისწინონ. როგორც მერიამ მოგვწერა, ამ საკითხს სწავლობენ“, – გვითხრა საერთაშრისო გაჭვირვალობა – საქარველოს კოორდინატორმა თამუნა უჩიძემ.

ე.წ. მოკრულების ტერიტორიაზე, სადაც სარწყავის წყლის პრობლემაა, მიწის ნაკვეთი 20–მდე ადგილობრივს აქვს. რას გეგმავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილობრივ თვითმმართველობაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „მუშაობენ“.

„მეწყერი ჩამოწოლილა და მაგ ოჯახებს იმიტომ არ აქვთ სარწყავი წყალი. ამ პრობლემაზე მერია მუშაობს და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, – გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სასმახურში.

ვალეში, მოსახლეობა ძველი სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ასპინძაში ხეხილის ბაღები ხმება
‘ცას შევცქერით, რომ იწვიმოს!’– ადიგენის 15 სოფელში მორწყვა კვლავაც პრობლემაა
დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში
ასპინძელებს მორწყვის იმედები გაუცრუვდათ
ვეჯინში  სარწყავი წყლის მიწოდება  აღდგება [R]
“რიგში დგომით ყველაფერი დახმა“ – სარწყავი წყლის პრობლემა ჭაჭარაქში