FM97.5 / LIVE

‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

მთავარისიახლე, განათლება 16.09.2019
ახალი სასწავლო წლიდან, სამცხე-ჯავახეთის ექვს სკოლაში სწავლების ახალი მოდელი დაინერგება. ეს განათლების სამინისტროს პროექტია და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სკოლებში გადამზადებული პედაგოგების ოთხკაციანი ჯგუფი იმუშავებს.

‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

ახალციხის N1, ვალის N1, ბორჯომის N3, წაღვერის, ტაძრისისა და სოფელ არლის საჯარო სკოლები იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორისაა, რომლებიც განათლების სამინისტროს საპილოტე პროგრამაში ჩაერთო.

„ახალი სკოლის მოდელი“ ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ დაწყებით I-IV კლასებს მოიცავს და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

მოდელის დანერგვისთვის თითოეულ სკოლაში იმუშავებს ოთხკაციანი ჯგუფი:

-ლიდერობის განვითარების ექსპერტი;
-კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტი;
-კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის ასისტენტი;
-ექსპერტი ტექნოლოგიების მიმართულებით.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრი, კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტია პედაგოგი მაკა ჯანაშვილი. ისევე, როგორც ჯგუფის სხვა წევრები, ისიც პროექტში კონკურსის წესით შეირჩა, შემდეგ კი სპეციალური გადამზადება გაიარა: „ნოვატორული იდეების განსახორციელებლად ძალიან კარგი პროგრამაა. ჩვენი ოთხკაციანი ჯგუფი ოქტომბრიდან დავიწყებთ სკოლაში მუშაობას. ექსპერტები მასწავლებლის საქმეებში არ ჩავერევით, თუმცა მათ დავეხმარებით, გარკვეული მიმართულების მიცემაში, რომ შეძლონ და ახალი მოთხოვნები დააკმაყოფილონ“.

„ახალი სკოლის მოდელის“ მიზანია ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს. „ახალი სკოლის მოდელი“ დაზეპირების პრინციპიდან, ცოდნის გამოყენების პრინციპით მუშაობას გულისხმობს.

„ხატოვან შედარებას თუ მივმართავთ ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: გვაქვს ამოცანა, რომ უნდა ჩავიდეთ ახალციხიდან თბილისში. აქამდე, დეკლარირებული, დაზეპირების პრინციპის მიხედვით, აწვდიდი ბავშვს ჩასავლელად რა გზა არსებობს და რომ ავტობუსი გადის ამა და ამ საათზე, ამ სადგურში უნდა მიხვიდე და ისე ჩახვიდე ადგილზე. ეს მათ ფანტაზიასაც და იდეებსაც ძალიან ზღუდავდა. მაგრამ ახლა გვაქვს იგივე ამოცანა, რომ უნდა ჩახვიდე თბილისში, თუმცა პირობას აძლევ, რომ სამ საათში როგორღაც მოხვდეს ახალციხიდან თბილისში. რა გზას გამოიყენებს ჩასასვლელად, უკვე თავისი გადასაწყვეტია. ეს გზები თვითონ უნდა მოიძიოს“, - ამბობს მაკა ჯანაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ასეთი მიმართულების ჩამოყალიბებაში დაეხმარება გადამზადებულ ექსპერტთა ჯგუფი მასწავლებელს.

რატომ გახდა საჭირო „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ პროექტის კიდევ ერთი ექსპერტი, თიკო ლობჟანიძე საუბრობს. იგი ჩართული იყო ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მასშტაბურ კვლევაში, რომელიც სკოლებში სწავლების ხარისხის შემოწმებას ითვალისწინებდა. დეპარტამენტმა გამოიკვლია, რამდენად სრულყოფილად სრულდებოდა სტანდარტი, რომელიც 2005-2016 წლებში მუშაობდა“.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სტანდარტი სასკოლო ცხოვრებაში ისე ვერ მუშაობდა, როგორც საჭირო იყო, ამიტომ დაიწყო მუშაობა ახალი სტანდარტისთვის. თუკი აქამდე სასწავლო გარემო ორიენტირებული იყო უნარების განვითარებაზე, ამიერიდან ცნებათა ათვისებაზე იქნება. ცნება უკვე სააზროვნო ინსტრუმენტია და მათი ათვისება იქნება მნიშვნელოვანი. მხარდამჭერი ჯგუფები სკოლებს სწორედ ამ სტანდარტის გონივრულ დაგეგმვაში მოეხმარებიან“, - ამბობს პედაგოგი თიკო ლობჟანიძე.

სწავლების ახალი მოდელი, პირველ ეტაპზე, 50 საპილოტე სკოლაში დაიგეგმა. ოქტომბრიდან, მეორე ეტაპი დაიწყება, სადაც 100 სკოლა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდანაც ჩაერთვება. პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებით კლასებს მოიცავს, სამომავლოდ კი მაღალ კლასებშიც დაიგეგმება.

„კვლევებმა აჩვენა, რომ აქამდე, ძირითადად, საგანმანათლებლო პროცესი ორიენტირებული იყო დეკლარატიულ ცოდნაზე ანუ მხოლოდ დამახსოვრებაზე, საკლასო ოთახის მიღმა კი, ბავშვი ამ ცოდნას ვეღარ იყენებდა. თუმცა მნიშვნელოვანია ის პროცედურები, რომლებსაც ბავშვი ცოდნათა შეძენისას გაივლის: როგორ აკეთებს ამა თუ იმ დავალებას, როგორ ართმევს თავს - ეს ყველაფერი კომპლექსურ მუშაობაში აისახება“, - ამბობს ლონჟანიძე.

ახალი მოდელის ერთ-ერთი მიზანი სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ჩართვაცაა. ამისათვის სკოლებში ტექნოლოგიების ექსპერტები იმუშავებენ.

პროექტში ჩართვისთვის, ქვეყნის მასშტაბით ისეთი სკოლები შეირჩა, სადაც შესაბამისი რესურსი იყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში მონაწილე სკოლებში ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება, მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა.

ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხარდამჭერთა ჯგუფები მუშობას ოქტომბერში დაიწყებენ და სამი თვის განმავლობაში დარჩებიან - „იმ კურიკულუმის შედგენასა და დანერგვაში მივეხმარებით მასწავლებლებს, რომლებსაც ისინი დანერგავენ საგაკვეთილო პროცესში და შემდეგ უკვე დავინახავთ სჭირდება თუ არა მოდიფიცირება ამ კურიკულუმს“.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

ამავე თემაზე ნახეთ გადაცემა „საფეხური“

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ახალი სკოლის მოდელში’ ჩართული სკოლების დირექტორებს მინისტრი შეხვდა
საფეხური: ახალი სკოლის მოდელი [აუდიო]

ახალციხის  კოლეჯში სწავლების გერმანული მოდელი დაინერგება
მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი შემუშავდება – ცვლილებები განათლების სისტემაში
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ
საფეხური: მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო სკოლებში [Audio]
მიხეილ ბატიაშვილი – ‘სრულყოფილი კომპიუტერები სკოლებს’