FM97.5 / LIVE

რა ვნახოთ ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე?

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.09.2019
თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ახალციხეში მიმდინარე ეროვნული დრამატურგიის V საერთაშორისო ფესტივალზე აუცილებლად სანახავ სპექტაკლებზე გვესაუბრა. ფესტივალი 13 სექტემბერს დაიწყო და 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

რა ვნახოთ ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე?

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ახალციხელი მაყურებლისთვის ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

„ამ ფესტივალზე თავი მოიყარა მაყურებლისთვის შორიდან ნაცნობმა თეატრებმა და მათმა სპექტაკლებმა. ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტუმარმა თეატრებმა მათი საუკეთესო სპექტაკლები წარმოდგინეს თავიანთი რეპერტუარიდან“.

რა სპექტაკლები ვნახოთ ფესტივალზე?

„მე მგონია, რომ მაყურებელმა აუცილებალდ უნდა ნახოს მარჯანიშვილის თეატრის „დარისპანის გასაჭირი“, სოხუმის თეატრის „იაკიში და პუპჩე“, რუსთავის თეატრის „დაბადების დღე“, ფოთის თეატრის ფაქტობრივად საპრემიერო სანახაობა, ნიკა საბაშვილის რეჟისურით - „ერთხელ საქართველოში“, მოზარდ მაყურებელთა თეატრის „ოდისეა“, თელავის თეატრის „კაცია-ადამიანი?!“, თუმანიშვილის თეატრის „7 პატარა პიესა“...

ამ შემთხვევაში, მე სუბიექტური ვარ და აქცენტს მხოლოდ მხატვრულ ხარისხზე ვსვამ, თუმცა სავსებით შესაძლებელია მაყურებელის ფავორიტი სპექტაკლი გახდეს ცხინვალის თეატრის „ალი და ნინო“, გოჩა კაპანაძის რეჟისურით, ვინაიდან მაყურებელს უფრო მეტად დრამატული ისტორიები უყვარს, ან, თუ გართობა და სიცილი სურს, მაშინ სენაკის თეატრის სპექტაკლი „მაცეკვე ტანგო“ არ უნდა გამოტოვოს“.

რომელ უცხოურ თეატრებს გამოარჩევდით ფესტივალის ფარგლებში?

„ყველას არ ვიცნობ, ვიცი რამდენიმე გვარი, მაგალითად უკრიანელი თანამედროვე დრამატურგი პაველ არიე. მისი ნაწარმოებები ყოველთვის ორიგინალურობით და საინტერესო სტრუქტურით გამოირჩევა. ყოველთვის საინტერესოა პოლონური თეატრი, ამიტომ მაყურებელს ვურჩევ არ გამოტოვოს ქალაქ ჟეშევას დრამატული თეატრის წარმოდგენა“.

ლაშა ჩხარტიშვილს ისიც ვკითხეთ, თუ რა წარმოუდგენია მიმდინარე თეატრალური ფესტივალის მთავარ მოვლენად: „ამის განსაზღვრა წინასწარ ძნელია. მე კარგად არ ვიცნობ ახალციხელ მაყურებელს, თუმცა მგონია, რომ ის სპექტაკლები გახდება მაყურებლის ფავორიტი, რომელიც ყველაზე ახლოს იდგება მაყურებელთან სათქმელით და ფორმით“.

ფესტივალი 13 სექტემბერს თავისუფალი თეატრის სპექტაკლით „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ გაიხსნა. მესხეთის თეატრში სამი სპექტაკლი უკვე გაიმართა. ახალციხელ მაყურებელს, ქართული თეატრების გარდა, სპექტაკლებს პოლონეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და უკრაინის თეატრები წარუდგენენ.

დარჩენილი სპექტაკლების განრიგი ასეთია:


16 სექტემბერი – ქ. სენაკის ა.ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“. რეჟ. კახა გოგიძე;

17 სექტემბერი – ქ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც ცისარტყელას მიღმა“. რეჟ. ქეთი დოლიძე;

18 სექტემბერი – ქ.გორის გ.ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“. რეჟ. სანდრო ელოშვილი;

19 სექტემბერი – ქ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი – დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“. რეჟ. გიორგი კავილაძე;

20 სექტემბერი – უკრაინა, ქ ხერსონის ნ. კულიშას სახელობის დრამატული თეატრი – ვოლოდიმირ ზუევის „სიცარიელე“. რეჟ.სერგეი პავლიუკი;

21 სექტემბერი – ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ავთანდილ ვარსიმაშვილის „ზამთარი იგი“. რეჟ. კახა გოგიძე;

22 სექტემბერი – ქ. ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი – ნოდარ დუმბაძის „დიდრო“. რეჟ.კახა გოგიძე;

23 სექტემბერი – ქ. დმანისის ზ. კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრი– სულხან–საბა ორბელიანის „სიბრძნე–სიცრუისა“. რეჟ. თამარ ხიზანიშვილი;

24 სექტემბერი – უკრაინა, ქ ნიკოლაევის აკადემიური მხატვრული დრამატული თეატრი – პაველ არიეს „ფერები“. რეჟ. ალექსეი პავლიშჩევი;

25 სექტემბერი – ქ.ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – მანანა გეგეჭკორისა და გოჩა კაპანაძის „ალი და ნინო“. რეჟ. გოჩა კაპანაძე. (ყურბან საიდის ნაწარმოების მიხედვით);

26 სექტემბერი – სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – დავით საყვარელიძის „იაკიში და პუპჩე“ რეჟ. დ. საყვარელიძე;

27 სექტემბერი – ქ. რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი–ნინო სადღობელაშვილის „დაბადების დღე“. რეჟ. სოსო ნემსაძე;

28 სექტემბერი – პოლონეთი ქ. ჟეშევას თეატრი – თომას მანის „მოგზაურობა“. რეჟ. ანეტა ადამსკ–შუკალა;

29 სექტემბერი – ქ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი – ნ. საბაშვილის „ერთხელ საქართველოში“. რეჟ. ნიკოლოზ საბაშვილი;

30 სექტემბერი – ქ. თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – პოლიკარპე კაკაბაძის „ასულნი“. რეჟ. რობერტ სტურუა;

2 ოქტომბერი – ბელორუსი; ქ. მინსკის დრამის რესპუბლიკური თეატრი – ავგუსტ სტრინდბერგის „პელიკანი“. რეჟ. ალექსანდრე გარცუევი;

3 ოქტომბერი – ბელორუსი, ქ. მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“. რეჟ.დიმიტრი ხვთისიაშვილი;

4 ოქტომბერი – ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თეატრი – ოტია იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“. რეჟ. გელა ისიანი;

5 ოქტომბერი – ყაზახეთის ქ. პეტროპავლოვსკის დრამატული თეატრი – ჟანაიდაროვ ოლჟასის „ჯუტი". რეჟ. თიმურ კარიმჟანოვი;

6 ოქტომბერი – ქ. თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – მამუკა სალუქვაძის „სიმარტოვე“ (19:00). რეჟ დიმიტრი ხვთისიაშვილი. ამავე დღეს მეორე სპექტაკლი „ოდისეა“. (16:00 საათი);

7 ოქტომბერი – ქ. თბილისი თეატრი „გლობუსი“ – სანდრო მრევლიშვილის „უსაზღვრობა დროთა“. რეჟ. ს. მრევლიშვილი;

8 ოქტომბერი – ქ. თბილისის პ. ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი–ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“. რეჟ. არმენაკ ბაიანდურიანი;

9 ოქტომბერი – ქ. თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ილია ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანი?!“. რეჟ. ლევან წულაძე;

10 ოქტომბერი – ქ. თბილისის მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი – ლაშა ბუღაძის „შვიდი პატარა პიესა“. რეჟ. ზურაბ გეწაძე;

11 ოქტომბერი – მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ჯანრი კაშიას „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“. რეჟ. გიორგი შალუტაშვილი.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რას ნახავთ ეროვნული დრამატურგიის V  თეატრალურ ფესტივალზე
დღეიდან ეროვნული დრამატურიგიის V საერთაშორისო ფესტივალი იწყება
დრამატურგიის ფესტივალზე დასასწრები აბონემენტის ღირებულება შემცირდა
რას ნახავთ ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე
რას ნახავს მაყურებელი ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება
ახალციხეში თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლს გამართავს