FM97.5 / LIVE

ასპინძაში 30 წლის კაცი ყირიმ–კონგომ იმსხვერპლა

მთავარისიახლე, შემთხვევა 16.09.2019
ასპინძაში, ყირიმ–კონგოს დაავადებით, 30 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი ფერმერი იყო და სავარაუდოდ, დაავადებაც საქონლისგან გადაედო. გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ასპინძაში 30 წლის კაცი ყირიმ–კონგომ იმსხვერპლა

ასპინძაში, ახალგაზრდა კაცი ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად, 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

როგორც ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ყირიმ–კონგოს სიმპტომების შემდეგ, კაცმა ჯერ ახალციხის „იმედის“ კლინიკას მიმართა, საიდანაც, სავარაუდო დიაგნოზით, თბლისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.

„სინჯები ლაბორატორიაში გასაგზავნად, ინფექციურ საავადმყოფოშივე აიღეს. ინფექცია სწრაფადპროგრესირებადი იყო და მალე გარდაიცვალა. ფერმა ჰქონდა, საქონელი ჰყავდა და, სავარაუდოდ, დაავადება მისგან ყირიმ–კონგოს ტკიპის მეშვეობით გადაედო, რადგან სწორედ საქონელია ამ დაავადების მატარებელი“, – გვითხრა ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მზია პაპაშვილმა.

არსებობს თუ არა საშიშროება, რომ დაავადება ოჯახის წევრებსაც ჰქონდეთ, პაპაშვილის თქმით, შესაძლებელია. ამიტომ გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ ნებირმიერ პირზე, მათ შორის ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე, დაკვირვებას აწარმოებენ.

„ჩვენ აღრიცხვაზე ავიყვანეთ ყველა ეს პიროვნება და ვაწარმოებთ ორკვირიან ზედამხედველობას. გაფრთხილებული გვყვავს, რომ თუკი ყირიმ–კონგოსთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი ექნებათ, დაუყოვნებლივ უნდა მოგვმართონ და დავიწყოთ დროული მკურნალობა“, – ამბობს ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი.

სამცხე-ჯავახეთი, ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ, ერთ-ერთი სახიფათო ზონაა. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მომხდარი, მიმდინარე წელს, დაავადების ადამიანებში გამოვლენის პირველი შემთხვევაა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. გასულ წელს კი ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა მათგანზე დროული მკურნალობა ჩატარდა და ოთხივე შემთხვევაში პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. ასპინძაში, ბოლო პერიოდში, სიკვდილით დასრულდა კიდევ ერთი შემთხვევა – 2017 წელს, მაშინ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ყირიმ-კონგოს ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ადამიანის კანზე, კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები ფიქსირდება, დაავადებულის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კავშირისას.

ადამიანებში დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შეცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით.

დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.

დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.

ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდგომ 1-9 დღეში (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება), ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს). დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.

ამავე თემაზე ნახეთ:

ასპინძაში იშვიათი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა

რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

19.10.2019 'ახალციხის მესხეთმა' სამოყვარულო ფეხბურთში რეგიონის პირველობა მოიპოვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში
ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება [ვიდეო]
ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ
ასპინძაში იშვიათი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა
ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა
ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა
ასპინძასა და ადიგენში ა ჰეპატიტი გავრცელდა