FM97.5 / LIVE

ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

მთავარისიახლე, განათლება 16.09.2019
სკოლებში ახალი 2019–2020 სასწავლო წელი დღეს, 16 სექტემბერს დაიწყო. საზეიმო ღონისძიება ყველა სკოლაში გაიმართა. სამცხე–ჯავახეთის საჯარო სკოლებში ჯამში 2 158, ხოლო კერძო სკოლებში 17 პირველკლასელი მივიდა.

ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

ქალაქ ახალციხის ექვს საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „მზექაში“ დღეს პირველი ზარი 387 პირველკლასელისთვის დაირეკა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება, 10:00 საათიდან ყველა სკოლაში სიმღერებით და საცეკვაო ნომრებით აღნიშნეს. პირველ კლასელებმა სკოლის ეზოებში შეკრებილ მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს ლექსები წაუკითხეს.

სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მიულოცეს და პირველკლასელებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

2019–2020 წლის სასწავლო წელს ქალაქის სკოლებიდან ყველაზე მეტი 116 პირველკლასელი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლამ მიიღო.

პირველ საჯარო სკოლაში 115 პირველკლასელი მივიდა, მეორე საჯარო სკოლაში 49, მესამე საჯარო სკოლაში 52, მეოთხე საჯარო სკოლაში ოთხი, მეექვსე საჯარო სკოლაში 38, ხოლო კერძო სკოლა „მზექამ“ 13 მოსწავლე მიიღო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი სამცხე–ჯავახეთის საჯარო სკოლებში ჯამში 2 158, ხოლო კერძო სკოლებში 17 პირველკლასელი მივიდა.

სასწავლო პროცესი განახლდა, ახალციხის მეორე საჯარო სკოლაშიც, სადაც ჯერ კიდევ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დირექტორის ბელა დიასამიძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები საფრთხის შემცველი არ არის და სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება.

„უკვე დასრულების ეტაპზეა და უმნიშვნელო სამუშაოები მიმდინარეობს საპირფარეშოების ნაწილში, როცა გაკვეთილები იქნება მუშები აქ არ იქნებიან. ბავშვების უსაფრთხოება დაცული იქნებ", – ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში ახალქალაქის სოფელ ჩანდურას საჯარო სკოლაში და ადიგენის სოფელ ზარზმის საჯარო სკოლაში. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

[ლუბა გიორგაძე, მარიამ ბარძიმაძე ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება
ახალციხის  სკოლებში 368  პირველკლასელი მიიღეს [Photo]
ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო