FM97.5 / LIVE

ახალციხეში საარჩევნო სისტემის ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.09.2019
დღეს, 15 სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, ახალციხეში შეხვედრას მართავს.

ახალციხეში საარჩევნო სისტემის ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები.

დღევანელი შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იმართება. განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

ცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ამასთან, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების სულ მცირე 0,67%-ს დააგროვებს.

პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.

საყოველთაო-სახალხო განხილვები 13 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. სულ, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

[sknews.ge]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.10.2019 სტაჟირება 'სამხრეთის კარიბჭეში'

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
'ოცნების' ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას მოსახლეობის 45% ემხრობა – TI
გამოკითხვა: რას შეცვლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება [ვიდეო]
20 ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა - განხილვა ახალციხეში
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავენ