FM97.5 / LIVE

ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.09.2019
ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ასპინძაში მოხდა. მოსახვევში ერთი ტრაილერი მეორეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი მძღოლი დაშავდა.

ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 14 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

„ერთ ტრაილერს, მეორეს უკანა მხარეზე ჰქონდა დარტყმული. როგორც ჩანს, ორივე ერთი მიმართულებით მოძრაობდა. ამ მოსახვევში ხშირია ტრაილერების გადაბრუნების შემთხვევები“, – ამბობენ ასპინძაში.

შემთხვევის შედეგად, შუახნის კაცი, ტრაილერის მძღოლი დაშავდა. იგი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ჯერ ასპინძის საავადმყოფოში მიიყვანა, იქიდან კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„ახლახანს შემოიყვანეს, უკონტაქტო არ არის, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, გაკეთდება გამოკვლევები, რენდგენი და შემდეგ გავიგებთ დაშავების სიმძიმეს", – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ხათუნა კეკელაშვილი.

საქმეზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
ბორჯომში ავარიის შედეგად 65 წლის  კაცი დაშავდა
სოფელ იდუმალასთან ტრაილერი გადაბრუნდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა
ვალე–ახალციხის გზაზე ავარია მოხდა
ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს
ბორჯომში ტრაილერი გადაბრუნდა