FM97.5 / LIVE

სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

მთავარისიახლე, სამართალი 14.09.2019
ადიგენი–ახალციხის გზაზე, სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მგზავრი დაშავდა.

სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 14 სექტემბერს, დაახლოებისთ 09:30 საათზე მოხდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "უაზისა" და "ფორდის" მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად, "უაზში" მყოფი ერთი მგზავრი დაშავდა.

"უაზი დავინახე, გზიდან იყო გადასული და მიწაში ჩარჭობილი ცხვირით. პატრულიც ადგილზე იყო", – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. საავადმყოფოს ინფორმაციით, შუახნის ქალს დაჟეჟილობები აღენიშნება: "ასაკოვანი ქალი შემოიყვანეს, სტაბილური მდგომარეობა აქვს, ზოგადი დაჟეჟილობა აღენიშნება, მოტეხილობები არ არის. რჩება ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ", – განმარტავს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ხათუნა კეკელაშვილი.

საქმეზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს
ვალე–ახალციხის გზაზე ავარია მოხდა
ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა
ავარიის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი საავადმყოფოში რჩება
აწყურში მოზარდს ავტომანქანა შეეჯახა
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა