FM97.5 / LIVE

ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

მთავარისიახლე, განათლება 13.09.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალს აქვეყნებს.

ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ დამატებითი საგნების ჩამონათვალში ცვლილებები დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლებლად აბიტურიენტებმა გამოცდა ძირითადად ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში უნდა ჩააბარონ.

კონკრეტულ პროგრამებზე ჩასაბარებელი საგნების სია ასეთია:

- ქართული ფილოლოგია : ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია;
- ინგლისური ფილოლოგია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია;
- ისტორია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია;
- ინფორმაციული ტექნოლოგიგები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა;
- ეკოლოგია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;
- სამართალი: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;
- საჯარო მმართველობა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;
- ბიზნესის ადმინისტრირება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;
- აგრონომია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;
- ეკონომიკა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა;
- დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს,
ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია;
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

აბიტურიენტების ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას იწყებს. ღია კარის დღე 17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება
ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

ისტ–ის  პედაგოგების გამოცდები  დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
მასწავლებელთა საგნის გამოცდების განრიგი ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება