FM97.5 / LIVE

ცხოვრება ავარიულ სახლში

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.09.2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ გულსუნდაში 71 წლის მერი გორგაძე, 17 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სახლი ავარიულია. ორსულიანი ოჯახის შემოსავალი კი მოხუცის პენსიაა.

ცხოვრება ავარიულ სახლში

„ფიჩხზე ვიყავი ზემოთ, კლდეებზე. კოწახურის ხეებს, ხმელი ტოტები აქვს და ის ჩამოვიტანე. „ფეჩი“ უნდა დავანთო, საჭმელი მაქვს გასაკეთებელი. გაზს ვერ ვყიდულობ, სად მაქვს მაგის საშუალება“, – გვითხრა 71 წლის მერი გორგაძემ, როცა მას ვესტუმრეთ და საუბარი დავიწყეთ.

მერი გორგაძეს მეუღლე 16 წელია რაც გარდაეცვალა.

„ჩემს ქმარს მეზობელმა უთხრა დენია გასაკეთებელიო, მომეხმარეო. ბოძზე ავიდა, დენი გამორთული იყო, მერე გაუფრთხილებლად ჩართეს და დენმა დაარტყა. ასე მომიკვდა“, – იგონებს 16 წლის წინანდელ ამბავს მოხუცი და ნერვიულობს.

მერი გორგაძე რვა შვილის დედაა. ახლა სახლში მხოლოდ ერთ შვილთან ერთად ცხოვრობს.

„სამი ბიჭი მყავს და ხუთი გოგო. ყველას თავის ოჯახი ჰყავს, თავის გასაჭირი აქვთ. მე და ჩემი ნაბოლარა პენსიით ვცხოვრობთ. ბიჭმა ახლა საგზაოში დაიწყო მუშაობა. ხან დადის ხან არა. ხელფასიც გამომუშავებით ექნება“, – ამბობს ის.

გორგაძეების საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. სახურავი დამტვრეულია. კედლები გახსნილია. ხის იატაკი მოძრაობს.

„გვიჭირს, სახლი გვენგრევა. ახლა წვიმა ჩამოდის. დამსკდარია კედლებიც. მოდით, ნახეთ, „პოლი“ რანაირად ყანყალებს“, – გვეუბნება სახლის დიასახლისი.

მერი გორგაძე ამბობს, რომ თუ სახლს დროულად მდებარეობა არ შეუცვალა და არ გადმოიტანა ეზოს მეორე მხარეს, ვაკე ადგილზე, შეიძლება შენობა დაინგრეს.

„დიქტი მქონდა ზემოთ აკრული, ახლა ნესტისგან ჩამობერილია, როდემდე გაძლებს არ ვიცი. წვიმა ხომ ჩამოდის და შეიძლება ზამთარს ვერ გაუძლოს, დაინგრეს. რამდენჯერმე დავწერე განცხადება და მთავრობას მივმართე დასახმარებლად. შემოწმებაზეც იყვნენ, მაგრამ არავინ არაფრით არ დამეხმარა. პენსიით აბა რას გავაკეთებ“, – გვითხრა მერი გორგაძემ.

ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ანზორ ალელიშვილი კონკრეტულად რომელ ოჯახზეა საუბარი ვერ იხსენებს. თუმცა მისი განცხადებით თუ საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი კატაკლიზმების გამო არის ავარიულ მდგომარეობაში მაშინ შეძლებენ დახმარებას.

[გულო კოხოძე, ასპინძა]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]
ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ
მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
ასპინძელი კაცი, რომელიც ღამეს თბილისის ქუჩებში ათევს, დახმარებას ითხოვს
ხუთი შვილით უსახლკაროდ