FM97.5 / LIVE

ანის სკოლის საქმეზე მთავარი მოწმეები დაიკითხნენ

მთავარისიახლე, სამართალი 13.09.2019
ანის სკოლის პედაგოგის საქმეზე, რომელსაც ტელეფონით უკანონო ჩაწერას ედავებიან, არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე სკოლის ექვსი თანამშრომელი დაიკითხა, თუმცა ვერცერთმა დაადასტურა, იწერდა თუ არა თანამშრომლების ხმას ანა კეღოშვილი.

ანის სკოლის საქმეზე  მთავარი მოწმეები დაიკითხნენ

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა 12 სექტემბერს გაიმართა.

სხდომაზე მოსარჩელე მხარის ერთი და მოპასუხის, ხუთი მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყვნენ ანის სკოლის ბიბლიოთეკარი და საქმეთა მწარმოებელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ 10 და 13 მაისს, ანა კეღოშვილის ტელეფონი, მისი სამუშაო მაგიდის ქვეშ ნახეს, თუმცა იყო თუ არა სამასწავლებლოში მყოფი მასწავლებლების ხმა ჩაწერილი, ვერცერთმა დაადასტურა.

საქმეში, ერთ–ერთი მთავარი მოწმე დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარის დაა, რომელმაც ტელეფონი 13 მაისს ნახა, თუმცა როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, თავმჯდომარემ დის ახნა–განმარტება მოისმინა და გადაწყვეტილებაც მიიღო, ისე,რომ საქმეზე აცილება არ გაუკეთებია.

„მე ამის შესახებ ახლა გავიგე, არ ვიცოდი. როგორ ფიქრობთ რამდენად სწორია, რომ საქმეში მთავარი მოწმე არის და და ძმა კი დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარე, ეს რამდენად ნორმალურია?“ – მიმართა მოსამართლე გია ბერაიამ ანის სკოლის დირექტორს მარიამ კაპანაძეს, რაზეც დირექტორმა უპასუხა, რომ „თუ თავმჯდომარე აცილებას მოითხოვდა, ქვორუმი არ შედგებოდა და სხდომა არ გაიმართებოდა“.

ანა კეღოშვილის ტელეფონით, ხმის ჩაწერის ფაქტი ვერ დაადასტურა დაკითხულმა კიდევ ოთხმა მოწმემ, მათ შორის დისციპლინური კომიტეტის მდივანმა, თუმცა სხდომაზე ანა კეღოშვილის წინააღმდეგ ხმა მაინც მისცა. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელი თანამშრომლების ხმას უკანონოდ იწერდა.

ადვოკატისა და მოსამართლის კითხვებზე, თუ არ იცოდა მდივანმა, რომ ჩაწერა ხდებოდა, რატომ მისცა კეღოშვილის წინააღმდეგ ხმა. მდივანმა ჯერ განაცხადა, რომ ხმის მიცემამდე კონსულტაცია დირექტორთან გაიარა, თუმცა შემდეგ უარყო.

„დირექტორს ვკითხე, ანა კეღოშვილს რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნებოდა, მე თუ მის წინააღმდეგ ხმას მივცემდი. მითხრა, რომ მხოლოდ საყვედურს გამოუცხადებდნენ, ამის შემდეგ დავთანხმდი“, – განაცხადა დისციპლინური კომიტეტის მდივანმა.

მდივანმა დაკითხვისას ჩვენება მალევე შეცვალა და განაცხადა, რომ კონსულტაცია დირექტორთან, ხმის მიცემის შემდეგ გაიარა.

სოფელ ანის საჯარო სკოლის მასწავლებელს ანა კეღოშვილს, დირექტორის მოთხოვნით, დისციპლინურმა კომიტეტმა საყვედური 24 ივნისს გამოუცხადა.

მას სკოლის დირექცია სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავება. ანა კეღოშვილი კი სასამართლოში, იმ სხდომის ოქმისა და ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მას საყვედური გამოუცხადეს, პირად საქმეში შეტანით.

გარდა ამისა, იურისტი ამბობს, რომ ბრძანებაში შეცდომაა გაპარული და სრულყოფილი არ არის, რადგან, ბრძანება, მხოლოდ საყვედურის შესახებ უნდა იყოს, თუმცა ამ დოკუმენტის ერთ პუნქტში, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ცნობის შესახებ წერია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ანის სკოლის დირექტორს პედაგოგმა სასამართლო დავა მოუგო
ანის სკოლის პედაგოგის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ანის სკოლის მასწავლებელმა დისციპლინური სახდელის გაბათილებისთვის სასამართლოს მიმართა
კონფლიქტი ანის სკოლაში – მასწავლებელი დირექტორს  სასამართლოში უჩივის
თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
დირექტორის გათავისუფლებული  პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა