FM97.5 / LIVE

პროგრამა FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება

მთავარისიახლე, განათლება 13.09.2019
FLEX-ის პროგრამაზე, რომელიც ამერიკაში, ერთი წლით უფასო სწავლებასა და ცხოვრებას გულისხმობს, შესარჩევი ეტაპი 16 სექტემბრიდან დაიწყება.

პროგრამა FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სამცხე-ჯავხეთში შესარჩევი ეტაპი სამ ქალაქში გაიმართება.
ესენია:

ნინოწმინდა - 16 სექტემბერი, 10:00 საათი - N1 საჯარო სკოლა;
ახალციხე - 21 ოქტომბერი, 10:00 საათი - N5 საჯარო სკოლა;
ბორჯომი - 23 ოქტომბერი, 10:00 საათი - N3 საჯარო სკოლა.

გარდა ამისა, შესარჩევი ეტაპი გაიმართება გორში, თელავში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულსა და თბილისში.

კონკურსანტებმა ტესტირების გავლისას თან უნდა იქონიონ:

- დაბადების მოწმობა, ან პასპორტი, ან პირადობის მოწმობა (აუცილებლად ამ დოკუმენტის დედანი);
- ერთი ცალი 3X4–ზე ახლახანს გადაღებული ფოტოსურათი;
- შავი საწერი კალამი;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IX, X, XI კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებული არიან 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 16 ივლისამდე.

ასევე კონკურსანტი:

- უნდა იყოს კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე;
- აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს;
- ფლობენ ინგლისურ ენას;
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საქართველოს პასპორტის მიღება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებსაც. მათთვის ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი განსხვავებულია. შშმ პირი უნდა იყოს VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლე. დაბადებული - 2002 წლის 15 თებერვლიდან 2005 წლის 16 ივლისამდე.
მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ კონკურსის პირველ რაუნდში მონაწილეობის მიღება.
პროგრამაში წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა. იგი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად ფინანსდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
ვინ გაემგზავრება სამცხე–ჯავახეთიდან ამერიკაში FLEX-ის პროგრამით
FLEX-ის პროგრამით ახალციხიდან ამერიკაში სამი მოსწავლე გაემგზავრება
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა რეგისტრაცია 16 მარტს იწყება
საგრანტო პროგრამა სამცხე-ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებისათვის
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო