FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

მთავარისიახლე, სამართალი 13.09.2019
სამცხე-ჯავახეთში, აგვისტოს განმავლობაში ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საქართველოს მასშტაბით კი - 257 ფაქტი.

სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთი თვის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 31 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით -29 ფაქტი,
იმერეთში - 23,
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -17,
შიდა ქართლშიც - 17,
მცხეთა-მთიანეთში - 9,
გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6-6,
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 2 ფაქტი დაფიქსირდა.

თბილისში, აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ერთი ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 970 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი და ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით აწარმოებს.

[sknews.ge]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი გამოვლინდა
აპრილში სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 100 ფაქტი გამოვლინდა
ხე–ტყის უკანონო ჭრაში სამცხე–ჯავახეთი ლიდერობს
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 875 ფაქტი გამოავლინდა
მაისში სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ჭრის 50 ფაქტი გამოვლინდა
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში