FM97.5 / LIVE

თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ

მთავარისიახლე, სამართალი 12.09.2019
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარეების განცხადებით, მათემატიკის ყოფილმა მასწავლებელმა, თემურ ხუციშვილმა მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა.

თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, 12 სექტემბერს გაიმართა.

სხდომაზე მოპასუხის მხარის შვიდი მოწმე: მანდატური, სასწავლო ნაწილი, კლასის დამრიგებელი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ის მოსწავლე და მისი კლასელიც დაიკითხნენ, რომლის ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც, ადანაშაულებს სკოლის დირექტორი თემურ ხუციშვილს.

სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარეებმა დაკითხვისას განაცხადეს, რომ საქმის ირგვლივ ყველა, მოსწავლე გამოკითხეს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება. მათი თქმით, თემურ ხუციშვილმა ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მოსწავლეს.

ხუციშვილის ადვოკატის, შალვა გოგოლაძის თქმით, კლასში 25 მოსწავლე სწავლობს, აქედან მხოლოდ ოთხმა მოსწავლემ თქვა, რომ ხუციშვილმა ბავშვს თმა მოქაჩა: „ოთხს არ დაუნახავს მომხდარი, 17 – მა კი განაცხადა, რომ კლსში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ ოთხმა მოსწავლემ დაადასტურა“.

ადვოკატის კითხვაზე, სამეურვეო საბჭოს და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარეებმა, რატომ არ გაითვალისწინეს 17 მოსწავლის მოსაზრება, უპასუხეს რომ „მხოლოდ იმ ოთხი ბავშვის სჯეროდათ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მასწავლებელმა მოსწავლე თმიდან მოქაჩა და გარეთ გააგდო“.

სასამართლო სხდომაზე, მოსწავლეებიც დაიკითხნენ, თუმცა იმის გამო, რომ ისინი არასრულწლოვანები არიან, მოსამართლემ სხდომა დახურა და ბავშვების დაკითხვას, მხოლოდ ადვოკატი, რესურსცენტრის იურისტი, მშობელი და მასწავლებელი ესწრებოდნენ.

თემურ ხუციშვილს სკოლა, მეხუთე კლასში მომხდარი ინციდენტის გამო 2018 წლის 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა, რის შემდეგაც ხუციშვილმა, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სკოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის პროცესზე მოწმეები არ მივიდნენ
სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა
სკოლის დირექტორი  გათავისუფლებულ  მასწავლებელთან  მორიგებაზე უარს ამბობს
თემურ ხუციშვილი: 'დირექტორი ჩემს წინააღმდეგ ბავშვებს წვრთნიდა'
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა
ანის სკოლის საქმეზე  მთავარი მოწმეები დაიკითხნენ
მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს