FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი რწმუნებული შეიცვალა

მთავარიპოლიტიკა 01.10.2013
ვალის, წყრუთისა და სვირის საკრებულოებში ახალი რწმუნებულები დაინიშნენ. ამის შესახებ ცნობილი გამგეობის ტრადიციულ თათბირზე გახდა ცნობილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი რწმუნებული შეიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის განმარტებით, სამი რწმუნებულიდან ერთმა, სვირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა რამაზ ზედგინიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ორი რწმუნებული კი სამსახურიდან დავალებების შეუსრულებლობის გამო გაათავისუფლეს.

„ჩვენ რწმუნებულებს მივეცით შესაბამისი დავალებები, ამ ადამიანებმა ვერ შეასრულეს მათზე ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ორი რწმუნებული გავათავისუფლეთ, ერთი კი პირადი განცხადების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული“, - განმარტავს ბესიკ ბლიაძე.

ვალის ტერიტორიული ორგანოს ახალი რწმუნებული ელიოზ ბარბლიშვილი ოფიციალურად დაახლოებით ორი კვირის წინ დაინიშნა. მანამდე აღნიშნული პოსტი ზურაბ ნასყიდაშვილს ეკავა, რომელიც ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვარიდან მუშაობდა. ახალი რწმუნებულის თქმით, იგი მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს.

„15 წელი ვმუშაობდი ვალის ადგილობრივ თვითმმართველობაში და ხალხთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ვიცნობ ადგილობრივ მოსახლეობას, ვიცი მათი პრობლემები და ვეცდებით ეტაპობრივად მოვაგვაროთ ყველაფერი“, - ამბობს ელიოზ ბარბლიშვილი.

წყრუთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად კი ასია კარაპეტიანი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ხაჩატურ ჩახოიანი შეცვალა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი რწმუნებული შეიცვალა

„ოფიციალურად 18 სექტემბერს დავინიშნე. მანამდე თემის საკრებულოს მდივანი ვიყავი. უკვე გავეცანი ამ სოფლებში არსებულ პრობლემებს და მინდა, რომ მომავალი წლისთვის გავითვალისწინოთ სხვადახვა პროექტების დაგეგმვისას“, - ამბობს ასია კარაპეტიანი.

რაც შეეხება სვირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ამ თანამდებობაზე ვეფხია სამსონიძე მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დაინიშნა.

„გავეცანი სოფლებში არსებულ პრობლემებს, მოუგვარებელი და გადაუჭრელი პრობლემები არ არის. ძირითადად სასმელი წყლის პრობლემა აწუხებდათ და მისი მოგვარებაც უკვე დაწყებულია“, - ამბობს ვეფხია სამსონიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი რწმუნებული შეიცვალა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

16 რწმუნებულიდან 12 შეიცვალა
ანდრიაწმინდას ახალი რწმუნებული ჰყავს
წყალთბილის ტერიტორიულ ორგანოს ახალი რწმუნებული ჰყავს
თანამდებობა კიდევ ხუთმა რწმუნებულმა დატოვა
დვირის  რწმუნებული არაკომპეტენტური პასუხის გამო გაათავისუფლეს
რა მოხდა ადიგენში რწმუნებულების ატესტაციაზე
ადიგენში ორმა რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა