FM97.5 / LIVE

'უტროტუარო ქალაქი' [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.09.2019
სწავლა სკოლებში ოთხ დღეში იწყება, ქალაქის მთავარი სამანქანო ქუჩის ტროტუარები კი სანახევროდ გადათხრილია. მოუწევთ ბავშვებს სამანქანო გზაზე სიარული თუ მოესწრება ტროტუარების დამთავრება? კითხვა, რომელიც მშობლებს განსაკუთრებით აწუხებთ.

'უტროტუარო ქალაქი' [ფოტო]

ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე, თითქმის ორ თვეზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ ადგილობრივებს ტროტუარების ნაცვლად სამანქანო გზაზე სიარული უწევთ.

„უკვე რამდენიმე თვეა ახალციხე უტროტუარო ქალაქი გახდა. ადამიანს გიწევს აკრობატი გახდე, გადაახტე ცემენტის გროვას, ამოშვერილ რკინას. ღამით თუ მიდიხარ შეიძლება სულაც ორმოში ჩავარდე და რამე ივნო“, – გვითხრა ერთ–ერთმა ახალციხელმა.

მოუწევთ ბავშვებს სამანქანო გზაზე სიარული თუ მოესწრება ტროტუარების დამთავრება? ეს კითხვა განსაკუთრებით მშობლებს აწუხებთ.

– „ჩემი ორი შვილი დადის მეხუთე საჯარო სკოლაში. ყოველდღე მარტო ვუშვებ. ფეხით მოდიან სახლიდან და ახლა ამ ათხრილი ტროტუარების გადამკიდეს დარდი მაქვს. ბავშვებს ძირითადად გზაზე სიარული მოუწევთ“.

– „იმედია დასრულდება მალე ტროტუარები და გზაზე არ ივლიან ბავშვები. მანქანებიც ისე დაჰქრიან საშიშია. აღარაფერს ვამბობ უკვე იმაზე რომ სუფთად ვეღარ გაგვივლია, ან ტალახში უნდა ამოევლო ან ცემენტში“.

– „რკინის კონსტრუქციებიც სახიფათოა და ისიც რომ გზაზე უნდა იაროს ბავშვმა. გამოდის მე უნდა ვატარო სკოლაში“.

რუსთაველის ქუჩაზე 56 ნომერთან ერთ მხარეს უზარმაზარი კონსტრუქციებითა და ქვით ტროტუარი მთლიანად გადაკეტილია, ქუჩის მეორე მხარეს კი ტროტუარი აყრილია. მოზარდს მოუწევს გზაზე გადმოვიდეს და ისე იაროს. გზის ამ მონაკვეთში გზაზე სიარული კი საკმაოდ სახიფათოა.

რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „არალი“ აწარმოებს. სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად 2019 წლის 22 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

'უტროტუარო ქალაქი' [ფოტო]

[გულო კოხოძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ასპინძის  ცენტრალურ გზაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხეში კეცხოველის ქუჩა გადაკეტილია
რა ეტაპზეა კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების შეკეთება [Photo]
მოსათიბი ტროტუარი ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე [Photo]
ორი თვეა თამარაშვილის ქუჩაზე ტროტუარი გადათხრილია [ფოტო]
ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა ისევ საშიშია
ბორჯომში აღმაშენებლის ქუჩაზე  გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა