FM97.5 / LIVE

თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.09.2019
ახალციხეში, სოფელ თისელში არსებულ სამონასტრო კომპლექსში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 2020 წლიდან კი კომპლექსის სრული სკანირება მოხდება და რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება.

თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

თისელის სამონასტრო კომპლექსზე სარესტავრაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დააფინანსებს: „2020 წლიდან დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაობი. პროგრამა სამ წელიწადში დასრულდება“, - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

მისივე განმარტებით, 2017 წელს თისელის დარბაზული ტაძრის მხატვრობის გადასარჩენად ტაძარზე მოეწყო დროებითი სახურავი და ასევე დროებით გამაგრდა კედლის მხატვრობა.

სოფელ თისელიდან დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში, მდინარის მარჯვენა ნაპირას დგას გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევი.

მისი დასავლეთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია. ქვის პერანგი შემოძარცულია. გადარჩენილი ნაწილების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია საგრძნობლად შეუკეთებიათ. მისი გუმბათი შენობის სხვა ნაწილთაგან განსხვავდება, იგი აგურით და დამუშავებული ქვით არის ნაგები. სხვადასხვა დროინდელი ფენები ირჩევა შენობის ქვემო ნაწილებშიც.

თისელის გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ წერილობითი საბუთები არ მოიპოვება, მაგრამ შენობის გეგმისა და ხუროთმოძღვრული თავისებურებათა მიხედვით, იგი XIV საუკუნის მიწურულში, ან XV საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული.

გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, კლდის ქიმზე, ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში, ოციოდე წუთის სავალზე - მეორე, უგუმბათო ეკლესია და მასთან დაკავშირებულ შენობათა მთელი კომპლექსი.

ეს კუთხე ერთ-ერთი ულამაზესთაგანია მთელს სამცხეში.

გუმბათიანი ეკლესიის ზემოთ ხეობა ვიწროვდება, ტყე გზამდე ჩამოდის. შემდეგ ხეობა ორად იყოფა და იქვე, მარცხენა ხეობის დასაწყისში, სადაც მოპირდაპირე კლდეები დიდად უახლოვდება ერთმანეთს, მოულოდნელად გამოჩნდება ახლახან ნახსენები უგუმბათო ეკლესია.

გარედან ეკლესიას არავითარი მორთულობა არა აქვს, შიგნით კი მოხატულია. მხატვრობის გარჩევა ახლაც კარგად შეიძლება. თისელის უგუმბათო ეკლესიაც აგრეთვე XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. როგორც ჩანს, აქ მონასტერი იყო.

თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

ბექა ბარამიძის ფოტოები

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
თისელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება
თისელში დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ
ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’
ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა