FM97.5 / LIVE

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.09.2019
სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, ბავშვის აცრების კალენდარი გადაამოწმონ და თუ სკოლაში შესვლამდე ორჯერ არ აქვს წითელას აცრა გაკეთებული, აცრან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორი ლეტალურად დასრულდა. გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, 20-დან 40 წლამდე ქალებსაც მოუწოდებს აცრა გაიკეთონ, მსგავს შემთხვევეში ბავშვიც დაცული იქნება.

ამირან გამყრელიძემ გეგმური იმუნიზაციით მოცვის პრობლემებზეც ისაუბრა.

„წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა სამი თვეზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

[sknews.ge]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
ბორჯომსა და ასპინძაში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
2 200 მასწავლებლიდან კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება 46%–მა გაიკეთა – გამყრელიძე
ახალციხეში წითელას ვირუსზე 100-მდე ბავშვი აიცრება
გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა