FM97.5 / LIVE

ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.09.2019
ფარავნის ტბის მიმდებარედ, შუა ბრინჯაოს პერიოდის ყორღანის არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს. სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს.

ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

ყორღანი ძველი წელთაღრიცხვის XV-XIV საუკუნეებით თარიღდება. აქ სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა“ ასრულებს. მან ტენდერში 25 423 ლარად გაიმარჯვა.

ხელშეკრულება 30 აგვისტოს დაიდო და 2020 წლის 31 იანვარს დასრულდება.

აქ დაგეგმილია შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები:

• ჰუმუსის მოხსნა;
• მიწის სამუშაოები პრეპარაციით;
• სარიტუალო გზის გასუფთავება;
• ქვაყრილის ნაწილის მოხსნა;
• არქიტექტურული ნახაზების შედგენა;
• მოპოვებული მასალის ფოტოფიქსაცია, ჩახატვა, ჩახაზვა, ფოტოგრამმეტრიული დამუშავება;
• სადაზვერვო შურფების გასაჭრელად ჰუმუსის მოხსნა.

„ამ ტერიტორიაზე ქვის ხანიდან დაწყებული შუა საუკუნეების ჩათვლით სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარები, სამაროვნები, ციხეები, ეკლესია-მონასტრები და სხვა სახის კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლია დამოწმებული“, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტებში.

აქვე განმარტებულია, რომ ფარავნის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა, მხარის ისტორიულ-გეოგრაფიული სურათის აღსადგენად და პალეო გარემოს კვლევის კუთხით მნიშვნელოვანია: „ყორღანული სამარხის შესწავლა მოგვცემს საშუალებას, ვცადოთ ბრინჯაოს ხანის პერიოდის ადამიანის საცხოვრებელი გარემოს რეკონსტრუქცია და დავადგინოთ მათი განსახლების არეალი“, - განმარტებულია არქეოლოგიური შესწავლის მოკლე ისტორიაში.

ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

[თაკო ფეიქრიშვლი, ნინოწმინდა]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ციკლოპური' ციხეების არქეოლოგიური კვლევისთვის ტენდერში გამარჯვებული ცნობილია
ფარავნის ტბასთან არქეოლოგებმა ყორღანული სამარხი და ბაზალტის ქვებით ნაგები შენობები შეისწავლეს [ფოტო]
სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
ასპინძაში 'ზველის რაბათზე' არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
თისელში დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
ასპინძის სოფლებში არქეოლოგიური კვლევები დაიწყო
ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა შუა საუკუნეების დარანია